უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "ლოკომოტივი" და "ჩიხურა" ფრეზე შეთანხმდნენ

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის რვავე შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 მატჩი ფრედ დასრულდა, სამში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

ტურის ბოლო შეხვედრაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს "ლოკომოტივი" და "ჩიხურა" გაეჯიბრნენ. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ანგარიში 26-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს - თავი თორნიკე კირკიტაძემ გამოიჩინა. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე "ლოკომოტივის" ფორვარდმა მამია გავაშელიშვილმა ანგარიში გაათანაბრა და ტაიმიც ასე დასრულდა. 77-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შექმნილი
არეულობით სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ლაშა ჩიკვაიძემ ისარგებლა და "ჩიხურა" შეხვედრაში მეორედ დააწინაურა, თუმცა საჩხერელებმა ანგარიშის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლეს - 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი კიკნაძემ ანგარიში ისევ გაათანაბრა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:2.

ამრიგად, "ლოკომოტივს" 16 ტურის შემდეგ 15 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, "ჩიხურა" კი 27 ქულით მე-7-ეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული