სამი ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდა თავს სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს", რომელიც თერჯოლის "საპოვნელას" ზესტაფონში დაუპირისპირდა. იურაი იარაბეკის გუნდი თენგიზ ჩიკვილაძის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აგებდა, თუმცა "დინამომ" მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხა.
განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები აღმოჩნდა, როდესაც მსაჯმა თერჯოლელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმული მეკარემ აიღო (დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მაინც გაიტანა),
სტუმრად მოიპოვა სამი ქულა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამაც", რომელმაც მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.
ამ ტურში ლიდერთა სამეულიდან ქულები მხოლოდ "ცხინვალმა" დაკარგა. კახა კაჭარავას გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში "საბურთალოსთან" ორბურთიანი სხვაობით აგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში გათანაბრება შეძლო. სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 43 ქულით, 38 ქულაა მეორეადგილოსანი "დილას" ანგარიშზე.
უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სიონი-გურია 1:1
გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (პენ. 33), 1:1 ევგენი მოროზენკო (37).
მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ვანო ხაბელაშვილი (6), 1:1 ოლეგ მამასახლისი (59), 2:1 ვანო ხაბელაშვილი (78)
კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 ირაკლი ძარია (63).
საბურთალო-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (3), 2:0 გიორგი ფანცულაია (35), 2:1 გიორგი ივანიშვილი (50), 2:2 თორნიკე გორგიაშვილი (პენ. 64).
გაძევება: ოთო გოშაძე (საბურთალო, 62), უჩა ბერძენაძე (ცხინვალი, 71).
საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (72), 1:1 გიორგი ქვილითაია (75), 1:2 ალექსანდრე იაშვილი (94).
შუქურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (22), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (50).
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მარკო მიჰაილოვიჩი (43).
ლოკომოტივი-ჩიხურა 2:2
გოლები: 0:1 თორნიკე კირკიტაძე (25), 1:1 მამია გავაშელიშვილი (38), 1:2 ლაშა ჩიკვაიძე (77), 2:2 გიორგი კიკნაძე (82).