11:27 22-02-2016
კოლხეთი-დილა 0:1 - ასწავლეთ აბდულას ქართული! [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩს დაღი ქარმაც დაასვა, თუმცა მაინც უკეთესი თამაშის მოლოდინი იყო. უფრო მეტს და აქტიურად "დილა" უტევდა, შესაბამისად, მოგებასაც მეტად იმსახურებდა, მაგრამ კოლხებს ქულა რომ აეღოთ, ვერც ამას ჩათვლიდა ვინმე უსამართლობად.
განსაკუთრებული საგოლე მომენტები და მეკარეთა გამორჩეული "სეივები" არ ყოფილა: რამდენიმე მცდელობა გორელთა მეტად აქტიურ ახალწვეულ გიორგი ჩელებაძეს ჰქონდა; "სტანდარტულიდან" ერთხელ დავით კვირკველიამაც "დაჰკრა", მაგრამ მეტოქეს კოლხები რომ არ "შეშველებოდნენ", 0:0-ს წინ, ალბათ, ვერაფერი დაუდგებოდა...
იმ ერთადერთი გოლის კომბინაცია... ფოთელებმა "დაიწყეს" და "დილამ" ლამაზად დააგვირგვინა: ნიქაბაძემ პოლულიახს "ამოსატანად" დაუბრუნა ბურთი, რასაც უკრაინელი არ ელოდა, უხერხულად აეჭრა ფეხზე. მერე საბაძემ ვიზავი დაჯაბნა, მოდებაძეს საჯარიმოში ხელი არავინ შეუშალა და კვირკვიამ ცაციათი სეფიაშვილი უშანსოდ დატოვა.
მალე კვირკვიას მეორე გოლის გატანაც შეეძლო და კვლავ მოდებაძის პასით, მაგრამ... "კოლხეთს"დაუწერელი საფეხბურთო კანონის (ვერ გაიტან, გაგიტანენ) ასამოქმედებლად შემტევი პოტენციალი აღარ დარჩა - წინა ხაზში გუნდს ძალიან უჭირს...
მოკლედ, "დილამ" სეზონი დაგეგმილი მოგებით განაახლა, მაგრამ ქომაგი ცოტათი ანერვიულა. ინერვიულა უჩა სოსიაშვილმაც და, ალბათ, ამიტომაც აპროტესტებდა აბდულა ბასლეჰლოს გადაწყვეტილებებს - სირიელი რეფერი მწვრთნელს ემოციებს პატიობდა, მის მიმართ "ნასროლ" ფრაზებს კი აშკარად ვერ ხვდებოდა.
ამაზე თქვა სწორედ ფოთელმა ქომაგმა - ასწავლეთ აბდულას ქართულიო!..
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
19.02. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
კოლხეთი-დილა 0:1
გოლი:0:1 კვირკვია (61. მოდებაძის პასით)
კოლხეთი: სეფიაშვილი, გ. კილასონია, ზ. თევზაძე, თ. შალიკაშვილი (82. ლ. კაკულია), გოგონაია, გურეშიძე (70. გიგაური), თუხარელი, პოლულიახი, ჟიშკარიანი, ნიქაბაძე (72. დ. სიჭინავა), ნ. ტუღუში.
სათადარიგოები: ძაგანია, ჩაკვეტაძე, მესხი, თ. კაკულია
მწვრთნელი: გელა სანაია
დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა (42. ლომიძე), კვახაძე, ბაგაევი, კვირკველია, ძარია, საბაძე, წიქარიძე, კვირკვია (90. თექთურმანიძე), მოდებაძე, ჩელებაძე (72. ნონიკაშვილი).
სათადარიგოები: მარიამიძე, მაშუკოვი, ელიაური, ერისთავი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: ბაგაევი (8), ჩელებაძე (41), შალიკაშვილი (77)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო.
ბომბარდირები:
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVII ტური
23 თებერვალი, სამშაბათი
გურია-შუქურა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ტორპედო-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-დილა
სამტრედია-საპოვნელა
სიონი-კოლხეთი
ცხინვალი-მერანი
ჩიხურა-საბურთალო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული