11:41 24-02-2016
დინამო (ბთ)-დილა 2:2 - სერბი, მარცვალაძე და "მაკრატელა" [VIDEO]
AutoSharing Option
მეორე ტურია, რაც ბათუმელთა შემადგენლობაში ბალკანელი ფეხბურთელები გამოჩნდნენ და ვფიქრობთ, კლუბის ხელმძღვანელობა მათ უნდა ემადლიერებოდეს. ზუგდიდში "დინამომ" ბოსნიელი მარკო მიხაილოვიჩის გოლით გაიმარჯვა. ახლა კი შოთა ჭეიშვილის შეგირდებმა მოქმედ ჩემპიონთან ქულა სერბი თავდამსხმელის, ნიკოლა კომაზეცის ჩინებული თამაშის წყალობით მოიპოვეს.
თამაში ახალი დაწყებული იყო, როცა მიხაილოვიჩის გრძელი პასის შემდეგ კომაზეცი მეტოქის საჯარიმოში ლექსო კვახაძეს გაექცა და "დილას" მცველმა ბურთი ხელით შეაჩერა. არბიტრმა დანიშნა პენალტი, რომელიც თავად სერბმა გამოიყენა.
სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს: ლევან საბაძემ მარცხენა ფლანგზე შეტევა გაუგრძელა გიორგი ჩელებაძეს, ვინც საჯარიმოში ოთარ მარცვალაძე მოძებნა, ამან კი მცველი იოლად ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა - 1:1.
ტაიმის ბოლოს ბათუმელები ისევ დაწინაურდნენ - კომაზეცმა ჯარიმა შეასრულა. მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ მცველისგან ასხლეტილი ბურთი საჯარიმოში თემურ შონიას მიუვიდა, რომელმაც "მაკრატელათი" ულამაზესი გოლი გაიტანა - 2:1.
...ვინც მარცვალაძე ნაადრევად ჩამოწერა, გორელთა თავდამსხმელმა დაუმტკიცა, რომ მწარედ ცდებოდა. 62-ე წუთზე შეტევა დავით ხურცილავამ წამოიწყო, მარჯვენა ფლანგიდან იერიშში ჩელებაძე ჩაერთო, მცველს თავბრუ დაახვია და კარის წინ მარცვალაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი მცველები გააცურა და მშვენიერი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:2.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-დილა 2:2
გოლები: 1:0 კომაზეცი (6-პენ) 1:1 მარცვალაძე (18. ჩელებაძის პასით), 2:1 შონია (38), 2:2 მარცვალაძე (62)
დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, გოგიტიძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი, ვარშანიძე, შონია, ქავთარაძე ფონიავა (82. თევდორაძე), დიასამიძე (74. გაბედავა), კომაზეცი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, ქორიძე, ქათამაძე, ტეტუნაშვილი, კაშია
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
დილა: მუჯრიშვილი, ხურცილავა, კვახაძე, კვირკველია, სამხარაძე, ძარია (58. ცირეკიძე), ფალავანდიშვილი, საბაძე (46. მოდებაძე), ჩელებაძე, კვირკვია (72. ერისთავი), მარცვალაძე.
სათადარიგოები: ლეგაშვილი, თექთურმანიძე, ლომიძე, მაშუკოვი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილებები: კვახაძე (6), მარცვალაძე (39), შონია (41), ჩელებაძე (53), მიხაილოვიჩი (57), კომაზეცი (60), ფალავანდიშვილი (87)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
სერგო კორძაია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული