თუ ამათ დავუმატებთ ორ დამტკიცებულ და ორსაც დასამტკიცებელ ლეგიონერს, გამოდის, რომ "გურიაში" ახლა იმდენი უცხოელია, ჯამში 25 წლის განმავლობაში რომ არ ჰყოლია...
სიმბოლური დამთხვევა იყო ისიც, რომ მატჩის განმსჯელად
პირველად ქართული ჩემპიონატების ისტორიაში, კოსტარიკელი, თან ორი ერთად (მაურისიო ნუნიესი და ელვინ ბენეტი) "გურიამ" წინა ტურში ათამაშა!
ამჯერად ლანჩხუთელებმა ეროვნულ ჩემპიონატს "პანამა" ქუდიც დაახურეს - ჩვენს პირველობაზე პანამელმაც პირველად ითამაშა - "გურიის" თავკაცმა ვიქტორ დემიდოვმა 79-ე წუთზე ჯამალ როდრიგესი შეუშვა მოედანზე.
ეს მეორე შეცვლა იყო (პირველი იძულებითი გახლდათ, რადგან მეკარე ანდრეი პოლტავცევი დაშავდა), რუსმა სპეციალისტმა შეტევის გასაძლიერებლად რომ განახორციელა.
მის გუნდს ორი შანსი ჰქონდა - პირველ ტაიმში ევგენი მოროზენკომ (წინა ტურში "სიონს" სადებიუტო შეხვედრაშივე რომ გაუტანა) კარგი კომბინაციის დამაგვირგვინებელ დარტყმას საჭირო ძალა ვერ მისცა, მაგრამ - ყოჩაღ აზამატ ჯიოევს, მცველის გამო ბურთს რომ ვერ ხედავდა და რეაგირება მაინც მოასწრო!
მეორე ტაიმში კი "შუქურა" შეტევაში ჩართული ბენეტის დარტყმას გადაურჩა. თავის მხრივ, გულხელდაკრეფილი არც სტუმრები ყოფილან, თუმცა ჩანდა, ქობულეთელები ფრეზეც ყაბულს იყვნენ და ამიტომ ძალიანაც არ ამწვავებდნენ თამაშს...
ლანჩხუთში მატჩს დაახლოებით 2500 მაყურებელი დაესწრო...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
23.02. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-შუქურა 0:0
გურია: პოლტავცევი (33. იმერლიშვილი), ნოზაძე, ბენეტი, ჩადუნელი, გელაშვილი (79. როდრიგესი), ზოზულია, მოროზენკო, ნუნიესი, გამყრელიძე (67. ტობოევი), შტანდერი, ალავერდაშვილი.
სათადარიგოები: ჟუნიორი, კილაძე
მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი
შუქურა: ჯიოევი, კომახიძე, ჩალაძე, მალანია, აფაქიძე, გეგეჭკორი, პუკანიჩი, თარხნიშვილი, გეწაძე, მოსიაშვილი, ლობჯანიძე.
სათადარიგოები: სტურუა, ტაკიძე, ბრაჭული, ანანიძე, ჭანუყვაძე, მ. კაკალაძე, კერძევაძე
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: პუკანიჩი (90+3)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო
ბომბარდირები
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
XVIII ტური
27 თებერვალი, შაბათი
საბურთალო-დინამო (თბ)
ლოკომოტივი-სამტრედია
ზუგდიდი-ცხინვალი
შუქურა-სიონი
კოლხეთი -დინამო (ბთ)
მერანი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
საპოვნელა-გურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"