ზესტაფონის სტადიონზე თამაშის სურვილი ქუთაისის "ტორპედომაც" გამოთქვა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონთან" 3-თვიანი საიჯარო ხელშეკრულება დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და კლუბის ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების უფლებით გააფორმა. 28 მარტს, საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ გარიგების შედეგად დაინიშნა "დავით აბაშიძეზე".

ამავე შეთანხმებით, ზესტაფონში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებიც გაიმართება. მაგალითად, თერჯოლის "საპოვნელა", რომელიც პირველი წრის მატჩებს ქუთაისში ატარებდა, ახლა მეტოქეებს მაისამდე სწორედ ზესტაფონში უმასპინძლებს.

როგორც გაირკვა, "დავით აბაშიძეზე" თამაში ქუთაისის "ტორპედომაც" მოინდომა. ამჟამად, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე საფარს ამუშავებენ და საწყის ტურებში ქუთაისელები მეტოქეს საკუთარ
სტადიონზე ვერ მიიღებენ. მეორე წრის პირველ საშინაო მატჩში ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა "ზუგდიდი" მარტვილში, "მურთაზ ხურცილავაზე" მიიღეს.

"ტორპედომ" უკვე მიმართა "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და ფეხბურთის ფედერაციას, რომ 6 მარტს, ბათუმის "დინამოსთან" თამაშის უფლება "დავით აბაშიძეზე" დართონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სიცხე არაფერ შუაშია. ტიპიური გრუზლანდიური მენტალიტეტი. რატო დავახარჯო მის მოვლას ფული, არაფერი მოუვა ისეთი. რო მოუვიდა და იმაზე ბევრად რო ჯდება აღდგენა ვიდრე მოვლას დაჭირდებოდა ვერ მოტვინენ. ძუნწი ორმაგს იხდის ყოველთვის.
giga
16:46 26-02-2016
0
ანატოლი, ზესტაფონში სხვა ამინდები იყო მაგ დროს? :)
bagrati
16:38 26-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული