უმაღლესი ლიგა. XVIII ტური: "ლოკომოტივმა" ისევ ვერ მოიგო
AutoSharing Option
დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVIII ტურის ბოლო, მე-8 შეხვედრაში, თბილისის "ლოკომოტივმა" "სამტრედიას" "დინამო არენაზე" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.
შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა.
ამრიგად, "ლოკომოტივმა" ისევ ვერ მოიგო და 18 ტურის შემდეგ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, "სამტრედიას" კი ამ გამარჯვებით 35 ქულა დაუგროვდა და მე-4 პოზიციაზეა.
აბა თქვენ იცით ,,ობიექტურო" ჟურნალისტებო და ბუდუ კიდე არ შეიყვანოთ სიმბოლურში ყველას გოლი გაუტანა და... რა ქნას ამ ბიჭმა მაინდამაინც რეალს ან ბარსას უნდა შეუგდოს გოლი სიმბოლურში მოსახვედრად?
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.