უმაღლესი ლიგა. XVIII ტური: "ლოკომოტივმა" ისევ ვერ მოიგო
AutoSharing Option
დღეს, 27 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVIII ტურის ბოლო, მე-8 შეხვედრაში, თბილისის "ლოკომოტივმა" "სამტრედიას" "დინამო არენაზე" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.
შეხვედრაში გასული ერთადერთი გოლი 47-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის ანგარიშზეა.
ამრიგად, "ლოკომოტივმა" ისევ ვერ მოიგო და 18 ტურის შემდეგ 15 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, "სამტრედიას" კი ამ გამარჯვებით 35 ქულა დაუგროვდა და მე-4 პოზიციაზეა.
რავი, სარაგოსამ ეგრე თქვა, მეორეც პენალი იყოო და არ დამიდო მსაჯმაო :)