დაჯილდოების ცერემონიალს "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა. გამარჯვებულებს ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან სილაგაძემ გადასცეს.
თებერვლის თვის ნომინანტებს შორის ფეხბურთელებიდან წარდგენილნი იყვნენ "სამტრედიიდან" ბუდუ ზივზივაძე და "დინამო თბილისიდან" - ალექსანდრე იაშვილი.
რაც შეეხება "საუკეთესო მწვრთნელის" ნომინანტებს, "დინამო ბათუმი
"მე ვფიქრობ, რომ "დინამო თბილისს" დიდი პოტენციალი გააჩნია. ფეხბურთელებს აქვთ გაზრდის დიდი შესაძლებლობა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს აღება და მე სამომავლოდ შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისათვის", - განაცხადა "დინამო თბილისის" მწვრთნელმა იურაი იარაბეკმა.
"არაჩვეულებრივი პროექტია და მინდა გითხრათ, რომ ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად მხარში დაუდგება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას. პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა მსგავსი ჯილდოს აღება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
"მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მასპინძლებს, "ბიბლუსი გალერეას", ასევე, გაზეთ "ლელოს" და კომპანია "ლიდერბეთს", ვინც მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელს და მწვრთნელს გამოარჩევ და ჯილდოს მისცემ. ეს სტიმულია მათთვის მომავალ საქმიანობაში; ასევე, ეს ეხმარება ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციას", - განაცხადა სპორტულმა ჟურნალისტმა გიგა გვენცაძემ.
გაზეთი "ლელო" და კომპანია "ლიდერბეთი" პრექტს ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიხედვით, ყოველი თვის დასასრულს გამოვლინდება თვის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი.
სეზონის დამთავრების შემდეგ კი პროექტის ორგანიზატორები 13 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენენ.