ფოთურ-ლანჩხუთური ნულები

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთისა" და ლანჩხუთის "გურიას" ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა. ფოთელებმა ოპტიმალურთან მიახლოებული შემადგენლობით ითამაშეს და მხოლოდ ორი შეცვლით შემოიფარგლნენ: ძაგანია - ცხვიტარია, ინწკირველი, მახვილაძე, მეგრელიშვილი - კვერენჩხილაძე, გულუა, გოგონაია, ეხვაია (65. მოისწრაფიშვილი) - წიქარიშვილი (50. გავაშელიშვილი), მდივნიშვილი.

როგორც ხედავთ, მიხეილ მახვილაძის შემდეგ "კოლხეთს" კიდევ ერთი გამოცდილი მცველი ალექსანდრე ინწკირველიც დაუბრუნდა. 8 თებერვალს ფოთელები გორის "დილას" გაეჯიბრებიან, ოღონდ მათ მწვრთნელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მეტოქეს ძირითად შემადგენლობას დაუპირისპირებენ თუ სათადარიგოს.

ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრაში "კოლხეთი" 12 თებერვალს "სამტრედიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული