როგორც ხედავთ, მიხეილ მახვილაძის შემდეგ "კოლხეთს" კიდევ ერთი გამოცდილი მცველი ალექსანდრე ინწკირველიც დაუბრუნდა. 8 თებერვალს ფოთელები გორის "დილას" გაეჯიბრებიან, ოღონდ მათ მწვრთნელებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მეტოქეს ძირითად შემადგენლობას დაუპირისპირებენ თუ სათადარიგოს.
ჩემპიონატის მეორე ეტაპის სასტარტო შეხვედრაში "კოლხეთი" 12 თებერვალს "სამტრედიას" უმასპინძლებს.