უმაღლესი ლიგა. XIX ტური: თბილისის "დინამომ" "დილასთან" სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა

AutoSharing Option
დღეს, 6 მარტს, საქართველოს უმაღლესი ლიგის XIX ტურის მე-7 შეხვედრაში ჩემპიონატის ლიდერმა თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანს უმასპინძლა.

დინამოელებმა მეორე ადგილოსან გორის "დილას" ვერ მოგებით (0:0) ისარგებლეს და სხვაობა 12 ქულამდე გაზარდეს. 25-ე წუთზე თბილისელები წინ გიორგი ქვილითაიამ გაიყვანა, მე-40-ზე კი ალექსანდრე ამისულაშვილმა "დინამოს" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 2:0.

აღსანიშნავია, რომ დღეს ჩატარებული 7 შეხვედრიდან მასპინძლებს არცერთ მატჩში არ წაუგიათ. ტურის ბოლო, მერვე შეხვედრა კი ხვალ, 7 მარტს, 15:00
საათზე გაიმართება, სადაც "სამტრედია" "საბურთალოს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ იზამენ მაგენი კაის... :))))))
თორნიკე
20:11 06-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული