ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" "ზუგდიდს" ესტუმრა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა, თუმცა მასპინძლებმა მალევე, 13 წუთში მოახერხეს გათანაბრება - თავი სოსო მალანიამ გამოიჩინა. 52-ე წუთზე თბილისელები შეხვედრაში მეორედ ზაზა ჭელიძემ გაიყვანა წინ, მაგრამ "ზუგდიდმა" ისევ გაათანაბრა - თავისი გოლი იური შეველმა გაიტანა. 2 წუთში "დინამო" კიდევ ერთხელ წინ ჯაბა ჯიღაურმა გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, "დინამოს" 55
დღის მეორე შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "დილამ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. გორელები შეხვედრაში მე-7 წუთზე ირაკლი მოდებაძემ დააწინაურა, ტაიმის მიწურულს კი მიხეილ სარდალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რითაც გორელთა სხვაობა ლიდერ დინამოელებთან 14 ქულამდე გაზარდა.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-20 ტური გუშინ "ლოკომოტივის" და "სიონის" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ გაიმართება.