უმაღლესი ლიგა. XX ტური: თბილისის "დინამო" ვერც "ზუგდიდმა” შეაჩერა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 12 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" "ზუგდიდს" ესტუმრა და ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე ბაჩანა არაბულმა გახსნა, თუმცა მასპინძლებმა მალევე, 13 წუთში მოახერხეს გათანაბრება - თავი სოსო მალანიამ გამოიჩინა. 52-ე წუთზე თბილისელები შეხვედრაში მეორედ ზაზა ჭელიძემ გაიყვანა წინ, მაგრამ "ზუგდიდმა" ისევ გაათანაბრა - თავისი გოლი იური შეველმა გაიტანა. 2 წუთში "დინამო" კიდევ ერთხელ წინ ჯაბა ჯიღაურმა გაიყვანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამრიგად, "დინამოს" 55
ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, "ზუგდიდი" კი 9 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

დღის მეორე შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "დილამ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. გორელები შეხვედრაში მე-7 წუთზე ირაკლი მოდებაძემ დააწინაურა, ტაიმის მიწურულს კი მიხეილ სარდალიშვილმა ანგარიში გაათანაბრა, რითაც გორელთა სხვაობა ლიდერ დინამოელებთან 14 ქულამდე გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-20 ტური გუშინ "ლოკომოტივის" და "სიონის" დაპირისპირებით გაიხსნა, რომელიც უგოლოდ დასრულდა. ტურის დანარჩენი შეხვედრები ხვალ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ კაცის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ გეგუჩაძის გაშვება და მითუმეტეს ახალგაზრდულში, დიდი შეცდომა მგონია. გეგუჩაძე ამისთსანა გულისამრევ თამაშებს არ დაუშვებდა. (ბოლო 4 თამაშს ვგულისხმობ).
levani kaxeti
20:03 12-03-2016
0
მსაჯის ბრალია ყველაფერი :DDD
VENDETTA
23:55 13-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული