პაბლო მარტინი: ერთი რამ შევნიშნე - არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია

AutoSharing Option
ესპანელი სპეციალისტის, პაბლო ფრანკო მარტინის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წარმატებული გამოდგა. "საბურთალომ" უმაღლესი ლიგის XX ტურში "გურიას" ანგარიშით 4:2 მოუგო.

გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ეს მოგება ყველას ძალიან გვახარებს, რადგან ზედიზედ 3 წაგების შემდეგ მოთამაშეები ფსიქოლოგიურ სტრესში იყვნენ. ამ მოგებით ბიჭებს ხასიათი გამოუკეთდებათ.

მიხარია, რომ ფეხბურთელებმა ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს. ამ კვირას ძალიან ნაყოფიერად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ ტურში ბევრად უკეთ ვითამაშოთ".

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაზე ესპანელი სპეციალისტის აზრითაც დავინტერესდით:

"თბილისის
"დინამომ" ყველა კონკურენტს დიდი სხვაობით გაუსწრო და ის აშკარა ფავორიტია, მაგრამ ჯერ სხვა ლიდერების თამაშები არ მინახავს და მეც მაინტერესებს, რა დონის გუნდებია. მაინტერესებს "დილასა" და "სამტრედიას" თამაშების ნახვა.

საერთოდ კი, ერთი რამ შევნიშნე - არაპროგნოზირებადი ჩემპიონატია და წინასწარ ძნელი სათქმელია, ვინ ვის მოუგებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სამტრედიაში კი იყავი და კი ნახე 8-2 და მეტი რაუნდა ნახო)))
ჰეჰ
16:29 16-03-2016
0
ჰეჰ-ს:
სამტრედიაში ეგ არ ყოფილა მწრთნელი 8-2 როცა წააგეს. ჭიაბრიშვილი წვრთნიდა მაშინ საბურთალოს
გიორგი
22:51 16-03-2016
0

სიახლეები პოპულარული