აშშ-ინგლისის ჯახი, ანუ სერ ალექს გველი უბეში

AutoSharing Option

12 ივნისს, ინგლისის ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდს ხვდება. და როგორ ფიქრობთ, ვინ ამზადებდა ამერიკელების თავკაცს ბობ ბრედლის ამ შეხვედრისთვის? როგორც თავად ამერიკელი ამბობს, ბევრი ადამიანი და მათ სორის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონი. ბრედლი რამდენჯერმე გახლდათ ინგლისში, სადაც ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე მანჩესტერელთა ვარჯიშს დაესწრო და სერ ალექსისგანაც ბევრი სასარგებლო რჩევა მიიღო. ამერიკელთა თავკაცი ამბობს, რომ სწორედ ფერგიუსონისეული მოდელის მიხედვით შექმნა მან თავისი გუნდის სტრუქტურა. ამ სტრუქტურის მთავარი ელემენტი კი რეალიზმია. აუცილებელი პირობაა მწვრთნელი და მასთან ერთად გუნდიც ორი ფეხით მიწაზე
იდგნენ.

ამერიკელთა ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, სისხლით ალბანელმა სუნილ გულათიმ მოახლოვებულ შეხვედრას ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი მატჩი უწოდა. ამ შეხვედრაში გამარჯვება კი აშშ-ის ნაკრებისტვის ზღაპრული შედეგი იქნება. ჯერ ერთი ის ქვეყანაში ფეხბურთის შემდგომ პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს და მეორეც, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მოპოვების საქმეში დამატებით როლს ითამაშებდა.
ბერდსლიმ კი დასძინა, რომ მას "ევერტონის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმაც დიდად შეუწყო ხელი. მოგეხსენებათ, ფერგიუსონის მსგავსად მოიესიც შოტლანდიელია, მაგრამ, მოდი, ნუ იფიქრებთ, რომ ინგლისელთა წინააღმდეგ სქოთების აჯანყებასთან გვაქვს საქმე. ეს რომ ასე არ არის იქიდანაც ჩანს, რომ თავის დროზე ბერდსლის თვით ინგლისელთა იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო უხსნიდა რაღაც-რაღაცებს. თუმცა, ეს დიდი ხნის წინათ იყო, როდესაც კაპელო ჯერ კიდევ "მილანს" რდგა სათავეში.

"რამდენჯერმე მომეცა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშზე დასწრების შესანიშნავი საშუალება, - უთხრა ბრედლიმ ჟურნალისტებს, - მე ახლოდან გავეცანი ამ გუნდის ვარჯიშსა და თამაშს, მქონდა სერ ალექსთან ურთიერთობის საუცხოო შესაძლებლობა. საოცარია, როდესაც ხედავ, რომ უკლებლივ ყველაფერს, რაც კლუბში ხდება, ფერგიუსონი პირადად აკონტროლებს და აგვარებს. საერთოდაც, კარიერის განმავლობაში ბევრი დიდებული ადამიანი შემხვდა. ესენი იყვნენ მწვრთნელები, რომლებიც სიტყვას ფასს არ ადებდნენ. როდესაც მათთან ურთიერთობა მქონდა, ისინი გახსნილები იყვნენ. ამ ხალხმა ყველაფერი იცის ამერიკაში ფეხბურთის მდგომარეობის შესახებ. ბედნიერი ვარ მათ კლუბებში მისვლის და გამოცდილების გამდიდრების საშუალება რომ მომეცა. ამ ადამიანებთან ურთიერთობამ მე მაჩვენა, რომ წარმატების მიღწევის სხვადასხვა გზა არსებობს. როდესაც პრემიერლიგის მწვრთნელებთან ხარ და მათ მუშაობას აკვირდები, ხვდები, რომ ყოველგვარი თეორიული გაკვეთილი, როგორ უნდა იმუშაოს მწვრთნელმა გუნდთან სრულიად ზედმეტია. გასაოცარია, როდესაც სასადილოში შედიხარ და შემოდიან რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და მათთან ერთად ახალგაზრდა მოთამაშეები. გასაოცარია რა ენერგიის ადამიანია სერ ალექსი. ის რომ გელაპარაკება, საკუთარი მსფლმხედველობის ჩამოყალიბება გიადვილდება. ერთხელ იცით რა მკითხა? პრესტონის უნივერსიტეტი, სადაც გუნდს ვწვრთნიდი, შოტლანდიელის დაარსებული თუ არისო. გამაოცა სერ ალექსის წიგნების თაროების დათვალიერებამ. იქ ამერიკის ბევრი პრეზიდენტის წიგნი დავინახე".

ამერიკელთა ვარსკვლავმა, "ევერტონში" ნათამაშევმა ლანდონ დონოვანმა კი მოურიდებლად მიანიშნა შოტლანდიელებისა და ინგლისელების დაპირისპირებაზე და თქვა, რომ მისი ყოფილი თავკაცი შოტლანდიელია და ამიტომ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, ამერიკელებისკენ იქნება.

ილია ბაბუნაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული