"ლელომ" მარტის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დააჯილდოვა [PHOTO]

AutoSharing Option
გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" ეროვნული ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი გამოავლინეს.

პროექტის ფარგლებში, მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძის მიერ გაწვრთნილი "სამტრედია" მეორე წრეში წაუგებლად ასპარეზობს. ამასთან, გუნდს მარტის თვის სამი შეხვედრიდან სამივე მოგება აქვს.

თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში, გია ცეცაძესთან ერთად, წარდგენილები იყვნენ "ჩიხურას" მწვრთნელი სოსო ფრუიძე და "დილას" მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი.

მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19 წლის
ფორვარდმა გიორგი ხარაიშვილმა გაიმარჯვა. ხარაიშვილმა თებერვალში გამართული 2 მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, მათ საკმაოდ გაუჭირდათ საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა, რადგანაც "ჩიხურას" ფეხბურთელს, მიხეილ სარდალიშვილსაც და "სამტრედიელ" ლაშა შერგელაშვილსაც 4-4 ბურთი ჰქონდათ გატანილი. თუმცა ორგანიზატორების განცხადებით, ჯილდო მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელმა ღირსეულად მოიპოვა.

გამარჯვებულებს ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა თენგიზ სულაქველიძემ გადასცეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

გაზეთი "ლელო" და კომპანია "ლიდერბეთი" პროექტს ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიხედვით, ყოველი თვის დასასრულს გამოვლინდება თვის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მწვრთნელი.

სეზონის დამთავრების შემდეგ კი პროექტის ორგანიზატორები 13 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენენ.

დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიალს "ბიბლუსი გალერეამ" უმასპინძლა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინც უფრო მეტ გოლს გაიტანს ყოველთვე ის იქნება საუკეთესო. აი ხალხი ძმაო. აბა მანჩესტერში დე ხეა რო დაასახელეს თვის საუკეთესოდ ეგ რა სამართალია, არცერთი გოლი არ გაუტანია.;-);-)
giorgi
02:39 01-04-2016
0

სიახლეები პოპულარული