უმაღლესი ლიგა. XXII ტური: თბილისის "დინამომ" და "სამტრედიამ" მოიგეს

AutoSharing Option
2 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXII ტურის ოთხი მატჩი გაიმართა.

ტურის მთავარი მატჩები ქობულეთსა და გორში ჩატარდა. "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამოსთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ თამაშის დროს გულშემატკივართა შორის დაპირისპირება მოხდა.

გორში კი, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, "სამტრედიამ" სტუმრად მოქმედ ჩემპიონ "დილას" ანგარიშით 2:1 მოუგო.

თბილისის "დინამოს" 58 ქულა აქვს, "სამტრედიას" - 47, "დილას" კი - 44.

ტური დღეს, მოგვიანებით გასამართი ორი
მატჩით დასრულდება - 18:00 სთ-ზე თბილისის "ლოკომოტივი" თერჯოლის "საპოვნელას" უმასპინძლებს, ქუთაისში კი "ტორპედო" საჩხერის "ჩიხურას" მიიღებს.

უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-სამტრედია 1:2
გოლი: 0:1 დავით ჯიქია (34), 0:2 დავით რაჟამაშვილი (90), 1:2 თენგო წიქარიძე (90).

02.04. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 ჯაბა ჯიღაური (29), 1:1 არჩილ ტვილდიანი (72), 1:2 მიხეილ ალავიძე (88, საკ. კარში).

02.04. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
საბურთალო-შუქურა 2:1
გოლები: 1:0 გიორგი ფანცულაია (29), 1:1 მერაბ ურიდია (31), 2:1 გიორგი ფანცულაია (59), 2:2 ნიკა აფაქიძე (65), 3:2 რატი ცაცკრიალაშვილი (69).

02.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
ზუგდიდი-გურია 3:2
გოლები: 1:0 მალხაზ გაგოშიძე (4), 2:0 ლევან წურწუმია (37), 2:1 გიორგი გამყრელიძე (39), 3:1 პაატა ჭანტურია (72) 3:2 გიორგი კახელიშვილი (83).

02.04. ფოთი. პარკი არენა
კოლხეთი-ცხინვალი 0:0

02.04. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-სიონი 1:1
გოლები: 1:0 ანდრო გიორგაძე (7), 1:1 გიული მანჯგალაძე (62).
მკითხველის კომენტარები / 4 /
ის დაწერეთ ფოთის კოლხეთის თამაშზე ზღვა ხალხი რომ იყო და ხალხი ფეხზე იდგა ადგილების უკმარისობის გამო და თან მერამდენედ ეს უკვე, დაწერეთ სტატია დაწერეთ..
გიო
11:44 03-04-2016
0
Gilocav jango damsaxurebulad moiget bazari araa warmatebebs usurveb samtres.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული