ლანჩხუთის "გურიამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

AutoSharing Option
როგორც gurianews.com-ი იტყობინება, ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ვიქტორ დემიდოვი გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, ლანჩხუთელები "ზუგდიდთან" (2:3) დამარცხდნენ. ნამატჩევს, "გურიის" ფანებმა, "ფირალებმა" კლუბის რუს თავკაცს ობსტრუქცია მოუწყვეს და წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად, გადადგომა მოსთხოვეს...

წყაროს ინფორმაციით, დღის ბოლომდე გადაწყდება, თუ ვინ გაიყვანს უმაღლესი ლიგის მორიგ ტურში გუნდს გორის "დილას" წინააღმდეგ სათამაშოდ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს იცის უპასუხისმგებლო და უვიცები რომ მოექცევიან ფეხბურთის სათავეში. პასუხი იმანაც უნდა აგოს ვინც ეგ დემიდოვი ჩამოათრია
georgian
01:48 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული