"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ზედა ეწერის სტადიონს, მერიის დაფინანსებით, ეფექტური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მთლიანად შეიცვალა და ახლებურად გაკეთდა გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ხოლო ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა.
გარდა ამისა, კეთილმოეწყო საპრესკონფერენციო დარბაზი, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები. სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.
ზედა ეწერში სტადიონის ინსპექტირებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
მართალია, ზედა ეწერის სტადიონზე თამაშების დაშვება-არდაშვებაზე სფფ საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სფფ-ის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს და თუ მათი წარმომადგენლების პირველადი შეფასებებით ვიმსჯელებთ, საკითხი დადებითადაა გადაწყვეტილი", - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"