6 აპრილს საღამოს უმაღლესი ლიგის XXIII ტურის ბოლო ორი მატჩი გაიმართა.
ქართულ კლასიკოში გამარჯვებული ბოლო დამატებულ წუთზე გამოვლინდა. თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 94-ე წუთზე არბიტრმა "დინამოს" სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქვილითაიამ ზუსტად შეასრულა.
მეორე შეხვედრაში "ლოკომოტივმა" მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.
თბილისი, "მიხეილ მესხი"
ლოკომოტივი-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით ჩაგელიშვილი (26)
თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
გოლი: 1:0 ნიკოლოზ გელაშვილი (39), 1:1 გიორგი კუხიანიძე (პენ. 79), 2:1 გიორგი ქვილითაია (პენ
გაძევეაბ: ბაქარ მირცხულავა (94)
- უმაღლესი ლიგა. XXIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" მოიგეს, წინ "კლასიკოა"