დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]
გიორგი სუხიაშვილი (ტორპედო):
"სანახაობრივად კარგი თამაში გამოდგა. ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული. ჩვენმა ბიჭებმა დასახული ამოცანა სათანადოდ შეასრულეს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოს მსაჯი შეცდა.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ბოლოს და ბოლოს, წესი რომ დაგვერღვია, დინამოელები პენალტს ხომ მოითხოვდნენ?! არადა, ასეთი რამ არ
იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი მეტოქეა, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შესვენებისას ბიჭებს მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდე. თუმცა მოხდა პირიქით და გაშვებული პენალტის შემდეგ ვა-ბანკზე წავედით - სამ მცველზე გადავერთეთ. ფეხბურთელებმა მოუმატეს და საბოლოოდ მოვიგეთ. მსაჯის გადაწყვეტილებებზე კომენტარს კი ყოველთვის ვერიდები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"