თურქული მედია: გიორგი ქვილითაია - ახალი შოთა არველაძე

AutoSharing Option
თურქულმა "ტრაბზონსპორმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, თბილისის "დინამოს" ფორვარდი გიორგი ქვილითაია შეიძინოს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

საინტერესოა, რომ ერთ-ერთ თურქულ საიტ fotomac.com.tr-ს გიორგის სტატისტიკა მოჰყავს და მის საფუძველზე ქართველს ახალ შოთა არველაძეს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ შოთა "ტრაბზონის" ღირსებას 1993-97-წლებში იცავდა. იმავე წლებში შოთასთან ერთად "ტრაბზონში" მისი ძმა არჩილ არველაძეც ასპარეზობდა. 2015 წელს კი შოთამ თურქული გუნდი მთავარი მწვრთნელის რანგშიც ჩაიბარა.

უმაღლესი ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში ქვილითაიას ანგარიშზე 17 გოლია.

- გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მე მგონი ვერ ქაჩავს.
0
იმედი აღარ მაქვს აღარაფრის
kaxeli
20:28 10-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული