ბოლნისის "სიონი" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
"ლელომ" სანდო ინფორმაცია მოიპოვა იმასთან დაკავშირებით, რომ "სიონისა" და მისი მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას გზები გაიყარა.

მართალია, ბოლნისური კლუბი ამ ეტაპზე ჩვენს ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ ყველაფერი დროის საქმეა - კილასონია და "სიონი" დღეს ოფიციალურად გაწყვეტენ კონტრაქტს.

ბოლო დროს, კილასონიას ჯანმრთელობის მდგომარეობა იდეალური ნამდვილად არ იყო. "სიონიდან" მისი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა. 48 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბოლნისელებს კარგი სეზონი აქვთ - საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე არიან, თასზე კი ახლო მომავალში პირველი ნახევარფინალური მატჩი უწევთ ქვედალიგელ "ვიტ ჯორჯიასთან".

თუ სად გააგრძელებს კარიერას
კილასონია და ვინ იქნება "სიონის" ახალი მწვრთნელი, ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გაუჩირდება 10 გუნდსი შესვლა სიონს თან ლიდერები ტოვებენ გუნდს
კობახიძეს კიდე დინამო დაიბრუნებს დიდი ალბათობით
dinamo chempionta ligaze
12:36 12-04-2016
0

სიახლეები პოპულარული