ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს მიხეილ სარდალიშვილმა მას შემდეგ გაიტანა, რაც ლიბორ ჰრდლიჩკამ მისი დარტყმული 11-მეტრიანი მოიგერია. ეს უკანასკნელი დამატებულს ვეღარ გაუმკლავდა.
მინიმალური ანგარიშით მოიგო "სიონმაც", რომელმაც ბოლნისში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოთარ კობახიძემ 70-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
16.04. ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 მიხეილ სარდალიშვილი (89).
16.04. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია".
სიონი-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 ოთარ კობახიძე (70).
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივი" მარტვილის "მერანს" დაუზავდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXV ტურის წინ: ჩემპიონის და სამართლიანი თამაშის მოლოდინი
დილა გასულია ევროლიგზე,მესამე ადგილი ჩიხურამ რომც დაიკავოს, თუ თქვენ სიონზე წინ იქნებით და ჩიხურამ თასი აიღო მეოთხე ადგილოსანი მაინც გადის, თუ დინამომ აიღო თასი, მაინც მეოთხეადგილოსანი გადის, ხოლო თუ სიონმა მეხუთე ადგილოსანმა აიღო,მაშინ ვერ გადის დილა,ასე რომ თქვენი ერთი ამოცანაა, სიონთან ჰანდიკაპის შენარჩუნება, ეგაა და ეგ. 1-2 ადგილი კი დინამო-სამტრედიასია.