11:47 18-04-2016
საბურთალო-კოლხეთი 5:0 - ერთი მსახიობის თეატრი [VIDEO]
AutoSharing Option
პაბლო ფრანკო მარტინის გუნდმა ლაღად და შედეგიანად ითამაშა, გიორგი ხარაიშვილმა კი კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ქართულ ფეხბურთს მისი იმედი ნამდვილად უნდა ჰქონდეს...
ანგარიში უკვე მე-2 წუთზე გაიხსნა. გიორგი ფანცულაიას დარტყმული ბურთი ფოთელთა კარის დარაჯმა კონსტანტინე სეფიაშვილმა მოიგერია, მაგრამ ბურთს ადგილზე დახვდა გურამ გოშთელიანი და ბადეში გაახვია.
მოგვიანებით "კოლხეთს" ლამის ასპროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა. აქტიურმა ლევან კაკულიამ ორი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და გოჩა კვარაცხელიას დახმარებით ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა. ფოთელმა შორეულ კუთხეს დაუმიზნა, თუმცა კარს ოდნავ ააცილა.
საგოლე მომენტებითა და გოლებით მდიდარ თამაშში მორიგი მომენტი "საბურთალოსი" იყო. ხარაიშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ ლაშა თოთაძემ მცველებს დაასწრო და მიწიდან ასხლეტით დაარტყა თავური, რომელსაც ცოტა სიზუსტე დააკლდა.
შანსი ჰქონდა "კოლხეთსაც", თუმცა თორნიკე თუხარელმა ძალზე ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. ეს იყო და, მინდორზე ერთი გუნდი დარჩა. ხარაიშვილის ულამაზესი საჯარიმოს შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა.
ეს იყო ბოლო მომენტი პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში კი გოლები წვიმასავით წამოვიდა.
დასაწყისშივე, ხარაიშვილმა ორი მეურვე ჩამოიშორა და კარშიც დაარტყა, თუმცა სეფიაშვილს ვერ აჯობა.
იქვე გოშთელიანმა კარგი პასი გაუჭრა ფანცულაიას, რომელიც ძალზე მახვილი კუთხიდან ურტყამდა. სეფიაშვილმა ბურთი კარში არ შეუშვა. თუმცა მასპინძელთა უპირატესობა მაინც გაიზარდა.
54-ე წუთზე ირაკლი რუხაძემ ბურთი ფოთელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კარგად გახსნილმა ფანცულაიამ თავური დასცხო - ბურთი ძელს მოხვდა და ისევ დამრტყმელს მიუგორდა. კიდევ ერთი დარტყმა და - 2:0.
მომდევნო, დასამახსოვრებელი ეპიზოდი კვლავ ხარაიშვილმა გვაჩუქა - შესანიშნავი პასი "დაუხატა" ფანცულაიას, რომელმაც ძალზე ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ გაიტანა.
მესამე გოლი ხარაიშვილმა ანდრეა პირლოსავით ელეგანტურად შესრულებული 11-მეტრიანით შეაგდო. "საბურთალო" ამაზეც არ გაჩერდა. ჯერ რატი ცაცკრიალაშვილმა, მერე კი გოშთელიანმა ანგარიში ფოთელთათვის კატასტროფული გახადეს.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
17.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
საბურთალო-კოლხეთი 5:0
გოლები: 1:0 გოშთელიანი (2), 2:0 ფანცულაია (54), 3:0 ხარაიშვილი (78-პენ), 4:0 ცაცკრიალაშვილი (84), 5:0 გოშთელიანი (85)
საბურთალო: გოშაძე, სოფრომაძე, მამუჩაშვილი, თოთაძე, ნადარაია, ცაცკრიალაშვილი, ხარაიშვილი (81. ალთუნაშვილი), ტერა (68. ბიძინაშვილი), რუხაძე (74. გვარაძე), ფანცულაია, გოშთელიანი.
სათადარიგოები: ქურდაძე, მარგველაშვილი, ხორხელი, ჩაბრაძე
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო მარტინი
კოლხეთი: სეფიაშვილი, თუხარელი (48. ქებურია), ლ. კაკულია, კვარაცხელია (60. ჟიშკარიანი), სიჭინავა (46. ნიქაბაძე), გიგაური, თ. კაკულია, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, გოგონაია, გურეშიძე.
სათადარიგოები: ძაგანია, კილასონია, თევზაძე, პოლულიახი
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: გურეშიძე (42), თუხარელი (48), გიგაური (54), ფანცულაია (65), ლემონჯავა (68), თოთაძე (71)
არბიტრი: ა. ბასლეჰლო
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
XXVI ტური
23 აპრილი, შაბათი
დილა-საპოვნელა
დინამო (ბთ)-შუქურა
ზუგდიდი-ლოკომოტივი
მერანი-საბურთალო
ცხინვალი-გურია
24 აპრილი, კვირა
კოლხეთი-დინამო (თბ)
ჩიხურა-სამტრედია
ტორპედო-სიონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
აუუუ რა დაბალი დონეა!!! ფიზიკურად მაინც მოზლიერდნენ რას გავს ეს დაფამფალებენ მოედანზე..........
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული