თურქულ "რიზესფორს" "შუქურას" ქართველი ფორვარდის გადაბირება სურს

AutoSharing Option
ჩვენი ინფორმაციით, ქობულეთის "შუქურას" 23 წლის ფორვარდ ელგუჯა ლობჯანიძის გადაბირება თურქული სუპერლიგის ბინადარ "რიზესფორს" სურს.

ჯერჯერობით, ვერ ვიტყვით, რომ მხარეებს შორის ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა დაინტერესება ნამდვილად არის და ამას სანდო წყაროზე დაყრდნობით ვამბობთ. სავარაუდოდ, სიტუაციას ნათელი სეზონის დასრულების შემდეგ მოეფინება.

ლობჯანიძე გულშემატკივარმა "ვიტ ჯორჯიიდან" გაიცნო. ბევრი დაგვეთანხმება, რომ საქართველოს ჩემპიონატში მისებრ საინტერესო ფორვარდი დღეს ბევრი არ არის.

"რიზესფორში" კი ამჟამად საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ძალამიძე ირიცხება. დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ ის გუნდს დატოვებს და პოლონეთში დაბრუნდება, სადაც თავის
დროზე "ვიძევსა" და "იაგელონიაში" უთამაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუჯა, სულ წარმატებებს გისურვებ, მაგრამ თურქეთზე ცოტა მეტია საფიქრებელი.
gizog
15:27 20-04-2016
0

სიახლეები პოპულარული