"ფეხი თამაშამდეც, მთელი ერთი თვე მაწუხებდა, მაგრამ მკურნალობას ექვემდებარებოდა. ამ პერიოდში, "ლოკომოტივს" მნიშვნელოვანი თამაშები ჰქონდა და ამის გამო თავს დასვენების უფლება ვერ მივეცი. სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვეღარ გავძელი.
ეს "მერანთან" თამაშის ბოლოს მომივიდა, როცა გამოსვლაზე ვთამაშობდი და კუნთი ნაწილობრივ გავიწყვიტე. ჩვენ 3 შეცვლა გაკეთებული გვქონდა და მოედნიდან ვეღარ გავედი", - ამბობს
"სამკურნალოდ თვე-ნახევარი დამჭირდება, სრულ დატვირთვებზე კი მხოლოდ ამის შემდეგ გადავალ. ასე რომ, ჩემთვის სეზონი დასრულებულია. არადა, "ლოკომოტივში" ძალიან მაგარი სეზონი მქონდა. სულ 10 თამაში ჩავატარე, საიდანაც 6 მატჩში გოლი არ გავუშვი და იმედი მქონდა, სეზონის ბოლომდე კიდევ უკეთეს ფორმაში შევიდოდი. გული მწყდება, რომ ასე მოხდა".
მართლაც ცუდია ამბავია, კარგი კი ბოლოსთვის შემოვინახეთ: ტრავმირებული იყო თბილისის "დინამოსა" და ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები მათე ცინცაძე, რომელიც მეორე წრეში გუნდს ვერ ეხმარებოდა, მაგრამ 20 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა ვარჯიში განაახლა და მოედანსაც, წესით, მალე დაუბრუნდება.
"თერჯოლის "საპოვნელასთან" მეორე წრის პირველივე შეხვედრაში დავშავდი და მენისკის ოპერაცია გავიკეთე. მერე კი საკმაოდ ხანგრძლივი რეაბილიტაციის პროცესი გავიარე და ახლა თავს კარგად ვგრძნობ, გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დავიწყე და იმედია, ფორმასაც მალე აღვიდგენ", - იმედოვნებს ცინცაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"