წერილში ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ხაზგასმულია, რომ აქვთ მათ საწინააღმდეგოდ თამაშის გარიგების ეჭვი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პირდაპირ განცხადებას გაგაცნობთ:
"2016 წლის 17 აპრილს, 00:27 საათზე, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნახსენები იყო "საპოვნელა"-"ზუგდიდის" 17 აპრილის მატჩი. ჟურნალისტი ყოველგვარი წყაროსა და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე აღნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებას გარიგების სუნი ასდის სტუმართა სასარგებლოდ.
2016 წლის 17 აპრილს "საპოვნელა"-"ზუგდიდის" მატჩის მსაჯების უხეშმა შეცდომებმა (ორი არ
აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ სფფ-ს და ვთხოვეთ მსაჯების ქმედებების შეფასება და ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოძიების დაწყება.
ასევე, მოვუწოდებთ ამ ინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ფაქტები სტატიაში მოყვანილი გარემოებების გასამყარებლად და გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან".
კლუბმა განმარტება ამ მატჩის დროს და შემდგომ მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა:
"რაც შეეხება მატჩის დროს არსებულ მღელვარებასა და არბიტრებზე შესაძლო ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, "საპოვნელა" გმობს ყოველგვარ ძალადობას, არაჯანსაღ საფეხბურთო გარემოს და ემიჯნება აღნიშნულ ფაქტებს. შიდა მოკვლევის ფარგლებში დამნაშავეებს გამოვავლენთ და სათანადოდ დავსჯით.
რაც შეეხება 2016 წლის 17 აპრილს გაზეთ "ლელოში" "საპოვნელას" გენერალური დირექტორის, მირიან გეწაძის გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია - გამოთქმული მოსაზრებები არანაირად არ იყო მიმართული სფფ-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, პირიქით, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ სფფ-ისა და მის ხელმძღვანელთა მხარდაჭერას და დახმარებას და ამ გაუგებრობის გამო გვსურს კლუბის სახელით ბოდიში მოვიხადოთ".
- ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
- სადისციპლინო კომიტეტმა კლუბები, მწვრთნელები და ფეხბურთელები დასაჯა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"