17 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაში გორის "დილამ" სტუმრად 0:1 წააგო ქობულეთის "შუქურასთან".
მსაჯთა ბრიგადის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია და ამასთან, 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. პლუს ამას, "დილას" ახალგაზრდა თავკაცს ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციაც მისცეს.
- სადისციპლინო კომიტეტმა კლუბები, მწვრთნელები და ფეხბურთელები დასაჯა
"ლელომ" უჩა სოსიაშვილს კომენტარისთვის მიმართა:
"არ ვაპირებთ გასაჩივრებას, რადგან სასჯელი სამართლიანია. მართალია, კონკრეტულად არ
ჩემ არყოფნაში სათადარიგოთა სკამზე ჩემი ასისტენტი, მილოვან მატიასევიჩი დაჯდება. რა თქმა უნდა, საწვრთნელ პროცესს მე წავიყვან და გუნდსაც წინასამატჩო დარიგებებს მივცემ. სეზონის ბოლომდე ასე იქნება...
რაც შეეხება ჩვენს კლუბში არსებულ ფინანსურ მდგომარეობას, დავალიანება ჯერ კიდევ არის.
ხელმძღვანელობისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გატარებული ღონისძიებები იმედს მაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ფეხბურთელები კუთვნილ თანხას მიიღებენ...
ამ ეტაპზე გუნდიდან წამსვლელ ფეხბურთელებს ვერ დავასახელებ. ახლა ჩვენ წინაშე კონკრეტული სატურნირო ამოცანა დგას და ის უნდა გადავჭრათ", - გვითხრა სოსიაშვილმა.
ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ გორის "დილა" საქართველოს ჩემპიონატში ევროპალიგაზე გამსვლელი ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის. იმასაც ამბობენ, ფინანსურად შეჭირვებულ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გაეცლებაო.
გასაკვირი სულაც არ არის, "დილას" ფეხბურთელების მიმართ ქართულ თუ უცხოურ კლუბებს რომ აქვთ ინტერესი. სწორედ "დილადან" გადავიდა ყაზახურ "ირტიშში" გოგიტა გოგუა, ვინც უმოკლეს დროში იქცა ახალი გუნდის ლიდერად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"