- "საპოვნელა": საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს მატჩი ჩვენ წინააღმდეგ მართლაც გარიგებული იყო
"საპოვნელამ" მიმართა ფეხბურთის ფედერაციას, მსაჯების ქმედებები შეეფასებინა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოძიებაც დაეწყო.
კითხვები აქვს თერჯოლელთა კაპიტან დავით ოდიკაძესაც:
"ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შეგნებულად "გვძირავენ", მაგრამ მეორე წრე დაიწყო და თბილისის "დინამოსთან" მატჩიდან მოყოლებული, მსაჯები სულ
დარჩენის თეორიული შანსი კი ნამდვილად გვაქვს. ამ მატჩებში 4 რომ მოვიგოთ, უმაღლეს ლიგაში ადგილს შევინარჩუნებთ. ასეთები მომხდარა და ეს მაიმედებს", - ამბობს ოდიკაძე.
გამოცდილი ფეხბურთელი გარიგებული თამაშების შესახებაც გველაპარაკა:
"ერთი რამ კარგად ვიცი: ფედერაციაში ისეთი ხალხი მოვიდა, ჩემპიონატში ვითარების გამოსწორება რომ სურს. ეს ძალიან კარგი და დამაიმედებელი ამბავია. დარწმუნებული ვარ, ფედერაცია თავადაა ყველაზე მეტად დაინტერესებული იმ მიზეზების გარკვევაში, თუ რამ გამოიწვია ბოლო ტურებში მსაჯების ასეთი შეცდომები და გარიგებებს რეალურად შეებრძოლებიან.
წესიერი ხალხი მსაჯებშიც არის და ყველას ხაზს ვერ გადავუსვამ. მაგალითად, ვადაჭკორია "დინამო"-"ტორპედოზე" შეცდა, თუმცა აღიარა და ბოდიში მოიხადა. ასეთ ადამიანზე ცუდის სათქმელად ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს?! "ზუგდიდთან" კი გვიმსაჯა გიორგი ყრუაშვილმა, რომელსაც კარგად ვიცნობ და მის წესიერებაში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მაგრამ ის დამხმარე მსაჯმა შეიყვანა შეცდომაში. ამ და სხვა შეცდომების გამო 5 ქულა რომ არ დაგვეკარგა, ახლა გადარჩენის ბევრად მეტი იმედი გვექნებოდა".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"