"ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე ირანსა და ყაზახეთში სურთ

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა, რომელიც ქართულ კლუბს მარტში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, შესაძლოა, ზაფხულში კლუბი გამოიცვალოს.

როგორც ბოსნიური გამოცემა scsport.ba იტყობინება, ფეხბურთელს ირანიდან და ყაზახეთიდან რეალური შემოთავაზებები აქვს.

ამასთან დაკავშირებით, გამოცემამ მეკარეს კომენტარი ჩამოართვა:

"დიახ, მართალია, რომ საქართველოში სათამაშო ფორმა დავიბრუნე და ყველა მხრიდან მაქებენ. ახლა მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვფიქრობ, ევროასპარეზზე გასვლა გვსურს, ეს კი სავსებით რეალურად მიმაჩნია.

"ჩიხურასთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაკავშირებს, ჩემს მომავალზე კი ჩემი წარმომადგენლები იზრუნებენ და გადაწყვეტენ, რა არის ჩემთვის უკეთესი", - ციტირებს გამოცემა
მეკარეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
dino jigari xar
ჩიხურის არავის ეშინია და მაგიტომ არ დავწერე ეგ პოსტი, ჰამზიჩი თუ დარჩება დიდხანს პირიქით გამიხარდება, ეს ჩვენს ფეხბურთს გამოადგება და რაც უფრო მეტი გვეყოლება ეგეთი ლეგიონერი მით უფრო აიწევს ჩემპიონატის დონე. უკეთესი ყველასთვის. მე პირადად ჩიხურა არ მეზიზღება, პირიქით დიდი სიმპათიები გამაჩნია ამ გუნდის მიმართ, განსაკუთრებით ევროპალიგის საკვალიფიკაციოზე ღირსეული გამოსვლის შემდეგ, ბურსასფორი რომ დატოვა თამაშგარე.
anti
17:37 27-04-2016
0
მეკარემ ძალიან კარგად უპასუხა მშობლიურ გაზეთს. პასუხისმგებლობა აქვს საჩხერესადმი.ჯიგარი სჩანს !
ivane
17:26 27-04-2016
0

სიახლეები პოპულარული