სამტრედია-დინამო (თბ) 2:1 - ნერვების თამაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტურის ცენტრალური მატჩი იმაზე დაძაბული გამოდგა, ვიდრე ველოდით. თბილისის "დინამო" მოქმედი ჩემპიონის რანგში ეწვია ევროსაგზურისთვის მებრძოლ "სამტრედიას". სტუმართა უმოტივაციობის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა.

იმთავითვე ვთქვათ, რომ თბილისის "დინამო" უკმაყოფილო დარჩა მსაჯობით. კლუბის გენერალური დირექტორის, მიხეილ ხუციშვილის განცხადებას ჩვენი წერილის ბოლოს შემოგთავაზებთ.

რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლად სამსაჯო თამაში. რა თქმა უნდა, ასე ერთი შეხედვით ვერ ვიმსჯელებთ მსაჯების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ კითხვის ნიშნები გაჩნდა. ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება სამსაჯო კოლეგია და
ჩვენზე კომპეტენტურად ის შეაფასებს არსენ ნონიკაშვილისა და მის დამხმარეთა მოქმედებას.

ერთი კია, რომ პირადად ჩემი აზრით, დადგა მომენტი, როცა მსაჯთა ბრიგადას ხელიდან გაექცა თამაშის სადავეები. მათ თავიდანვე რომ მიემართათ შედარებით მკაცრი ზომებისთვის, თამაშის ბოლოს წითელი ბარათების ცვენა აღარ გვექნებოდა.

"დინამოს" გულისწყრომა განსაკუთრებით იმ ეპიზოდმა გამოიწვია, როცა ნიკოლოზ გელაშვილი, მათი აზრით, ერთ-ერთმა სამტრედიელმა მცველმა ხელით დაიჭირა. ეს ეპიზოდი მართლაც ჰგავდა წესის დარღვევას...

ისევ თამაშზე. პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ბედნიერია გუნდი, რომელსაც ასეთი ქომაგი ჰყავს. რა თქმა უნდა, იყო ემოცია, მათ შორის, მძაფრიც, მაგრამ კარგა ხანია, ქართულ სტადიონებზე ასეთი გულშემატკივრობა არ მინახავს. თუმცა, სასურველია, ეს ნაკლებაგრესიულად ხდებოდეს...

"დინამოს" თამაშს აშკარად დაამჩნია კვალი რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნამ. ალეკო ამისულაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და ჯაბა ჯიღაური საქართველოს ჩემპიონისთვის სერიოზული ძალაა, ალექსანდრე იაშვილი კი, ჩემი აზრით, "დინამოს" სულაც უპირობო ლიდერია...

პრინციპული მეტოქეების დაპირისპირება სხვა მხრივაც გამორჩეული იყო. სხვა თუ არაფერი, 4 წითელი ბარათი ვიხილეთ. სახიფათო მომენტები კი ორივე კართან მრავლად შეიქმნა. პირველიდან ბოლო წამამდე მინდორზე ვნებები დუღდა. თავიდანვე ცხადი გახდა, რომ გაიმარჯვებდა ის გუნდი, რომელიც უკეთ გამოიყენებდა საგოლე შანსებს.

...ანგარიში "სამტრედიამ" გახსნა. ძალიან აქტიურმა გიგი იოსელიანმა "კედელი" გაათამაშა პარტნიორთან და ლიბორ ჰრდლიჩკას შანსი არ დაუტოვა. ანგარიში მალევე გათანაბრდა - ვახტანგ ჭანტურიშვილის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი სამტრედიელთა კარის ახლო კუთხეში გავიდა. იქვე ტრავმა მიიღო რენე ფერეირამ...

თანაბარ ანგარიშზე სტადიონის ტრიბუნებზე ვითარება მცირე ხნით დაიძაბა, თუმცა თამაში განსაკუთრებული ექსცესების გარეშე გაგრძელდა და ასევე დასრულდა. ამაში თავისი წვლილი სტადიონზე მრავლად მობილიზებულმა სამართალდამცველებმაც შეიტანეს.

"სამტრედიამ" დავით ჯიქიას გოლით მოიგო. ექსდინამოელმა ბურთით ისე იარა, თბილისელმა ფეხბურთელებმა ხელი ვერაფრით შეუშალეს. ამას პერსპექტიული ფეხბურთელის ძლიერი და ზუსტი დარტყმაც მოჰყვა.

2:1 და "სამტრედია" აგრძელებს ბრძოლას მეორე ადგილისთვის.

მატჩის შემდეგ
თბილისის "დინამოს" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მატჩის დასრულების შემდეგ განცხადება გაავრცელა:

"მინდა გამოვეხმაურო დღევანდელი მატჩის მოვლენებს. ის, რაც დღეს სამტრედიაში მატჩამდე, უშუალოდ მატჩის დროს და შემდეგ ხდებოდა, არის ქართული ფეხბურთისთვის დამღუპველი. აქამდე ჩვენ სამსაჯო კორპუსის ქმედებებზე კომენტარი არასდროს გაგვიკეთებია, მაგრამ დღევანდელ შეხვედრაში მსაჯის მოქმედებას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ - "ზღვარგადასული".

არსენ ნონიკაშვილს თამაშის სადავეები დასაწყისიდანვე გაექცა ხელიდან, რამაც შექმნა უსიამოვნო ემოციური ფონი და შემდეგ უარყოფითი მუხტი უშუალოდ მოედანზე და ტრიბუნების მოქმედებაზეც აისახა.

დღევანდელი დღე ჩვენი ფეხბურთისთვის იყო უკან გადადგმული ნაბიჯი და იმედია, მსგავს შემთხვევებს შემდგომში ადგილი არ ექნება. მეტოქეს კი ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ მომავალში".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVII ტური
30.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დინამო (თბ) 2:1
გოლები: 1:0 იოსელიანი (18), 1:1 ჭანტურიშვილი (29), 2:1 დ. ჯიქია (56)
სამტრედია: მიგინეიშვილი, გოგიაშვილი, სანდოხაძე, მჭედლიშვილი, შერგელაშვილი, ცნობილაძე, მარკოზაშვილი (84. ახალაძე), რაჟამაშვილი, იოსელიანი (77. სიხარულიძე), ზივზივაძე, ჯიქია (90. მთივლიშვილი).
სათადარიგოები: მეშველიანი, ა. კვარაცხელია, შ. კერძევაძე, თვალავაძე
მწვრთნელი: გია ცეცაძე
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა (35. ჭელიძე), გველესიანი, კაკაბაძე, თევზაძე (59. მიქელთაძე), მიკელ ალვარო, პარუნაშვილი, გელაშვილი, ჭანტურიშვილი, ქვილითაია (67. არაბული).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, გურული, ჯანელიძე, ს. ლობჟანიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: ლობჟანიძე (44), მიკელ ალვარო (45), მჭედლიშვილი (74), მიქელთაძე (74)
გაძევება: გელაშვილი (79), მიქელთაძე (90), კაკაბაძე (90), ახალაძე (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 20
ო. მარცვალაძე (დილა) 16
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXVIII ტური
8 მაისი, კვირა
კოლხეთი-სამტრედია
ზუგდიდი-მერანი
დილა-საბურთალო
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი
ტორპედო-საპოვნელა
ცხინვალი-შუქურა

9 მაისი, ორშაბათი
დინამო (თბ)-გურია
ჩიხურა-სიონი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Dinamos ro apraveb sul... erti statia miudgveni ici raaas? Samtredias rogor waartva dinamom chempionoba tankebittt.... da kadrebi amoigeee xo ari eg kadrebiii., magram magas rogor gabedavt mere pipias ra pasuxs gacemt... ai amis gamoa xalxi agresiuli
jallaall
04 მაისი 2016 12:03
0
ნაკლებაგრესიულიო რო ამბობ მიზეზი იკითხე ჯერ რატო იყო ხალხი აგრესიული? ყველაფერი დინამოს ფანებმა დაიწყეს სბანე
irakli
03 მაისი 2016 22:26
0
დინამოს ხალხი აკლდაო და ის რატო არ დაწერე სამტრედიას რო აკლდა წამყვანი პეხბურტელები? რატო არ აქვეყნებ სმს არ გსიამოვნებს ხო დინამოს ლანდგვა
dato
03 მაისი 2016 15:21
0
ავტორს ვეთანხმები საშინელი მსაჯობა იყო და კიდე რატო უნდა ძულდეს ასე ქართველს ქართველი
dinamo
03 მაისი 2016 13:49
0
სტუმართა უმოტივაციობის მიუხედავად, შეხვედრა ძალიან საინტერესო და ემოციური გამოვიდა.-----თურმე დინამოს იმდენად სუსტი აქვს თავმოყვარეობა და პასუხიმგებლობის გრძნობა რომ როგორც კი ჩემპიონობა ხელთ მოიგდო, მის მერე მოტივაცია დაეკარგა??? მაშინ ასეთი კლუბი პირველ ლიგაშია დასაქვეითებელი(მაყურებელი მაინც არა ჰყავს) და ყევლა რეგალიები უნდა ჩამოერთვას.
პირიქით გაჩემპიონების მერე ჩემპიონმა უახლოეს მდევართან უნდა დაამტკიცოს რომ ის ტყუილად არაა ჩემპიონი.

ამ თამაშში იყო ორი სხვადასხვა კლასის და სტილის კლუბების ჭიდილი და უფრო გამართულმა,უფრო კლასიანმა და დალაგებულმა კლუბმა აჯობა იმას რომლის ჩემპიონობაც ამ მატჩის მერე საეჭვოდ ხდება ლოგიკის დოენზე (ფორმალობა გაიფორმეს) და საფიქრალი ის გვრჩება,. მოახერხებს კი ეს ჩემპიონი თუნდაც იმას რომ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით ევროპალიგის ჯგუფურზე მოხვდეს ან წინასაჯგუფო პლეი ოფზე???
jango
03 მაისი 2016 13:18
0
"ტ..კის თამაში"
გუკა
03 მაისი 2016 13:17
0
ავტორი აქაც შედარებით ცდილობს დინამოს გაპრავებას მაგრამ ძლივს ვნახე მეტნაკლებად ობიექტური სტატია სამრედიაზე. მაინც მადლობა ალეკო კაკაურიძეს. მაინ მადლობა რაც მთავარია ვიღაც ჩამოვიდა თამაშზე
samtredia
03 მაისი 2016 12:57
0
თურმე ფეხბურთელს რომ ნერვებმა მატჩის ბოლოს ნერვებმა უმტყუნა მსაჯს დასაწყისში უნდა მიეცა გაფრთხილება.ასლინნაია ლოგიკა
izi
03 მაისი 2016 12:52
0
პასუხისმგებლობის მომენტი მსაჯებს თუ აქვთ ჟურნალისტსა თუ კომენტატორსაც უნდა ჰქონდეს მსაჯების მიმართ, დაწერთ რაღაცას ( ან მატჩის მსვლელობისას დააბრეხვებთ სისულელეს) აღიზიანებთ გულშემატკივარს, რაც იწვევს აგრესიას მსაჯების მიმართ, მერე მსაჯთა კოლეგია დაადგენს რომ მსაჯი იყო აბსოლუტურად მართალი თქვენ კი საჭიროდაც არ ჩაგითვლიათ ერთხელ მაინც ბოდიში მოგეხადოთ თქვენი საქციელისთვის.მოკლედ, ჯერ სიმართლე გაარკვიეთ და მერე წერეთ.
izi
03 მაისი 2016 12:49
0
ჯიქიამ ბურთით ისე იარა,თბილისელმა ფეხბურთელებმა ხელი ვერაფრით ვერ შეუშალესო-არ შეუშალეს,იმიტომ რომ "სამტრედიას" გაეტანა ბურთი/ასეც მოხდა,კალაძის ფაქტორი მუშაობს/,წინასწარ იყო დაგეგმილი სამტრედიის გამარჯვება. დანარჩენი კი...გაგდებები და ხუციშვილის კომენტარი მსაჯებზე და მსაჯობაზე "სიაფანდობებია" და მეტი არაფერი. ასეა ეს ყველაფერი,საქართველოში ფეხბურთი ვერ განვითარება...
დაკვირვებული თვალი
03 მაისი 2016 12:43
0

სიახლეები პოპულარული