უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: ქუთაისის "ტორპედომ" თერჯოლის "საპოვნელა" დაამარცხა

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის ექვსი მატჩი ჩატარდა.

უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს


დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ტორპედომ" "საპოვნელას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ქუთაისელებმა სამი გოლის გატანა 10-წუთიან მონაკვეთში შეძლეს. 57-ე წუთზე "ტორპედო" წინ ბაქარ მირცხულავამ გაიყვანა, 4 წუთში გიორგი ნერგაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 67-ეზე კი თავისი გოლი გაიტანა ვახტანგ კვარაცხელიამაც. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა: თავდაპირველად, თერჯოლელებმა ერთი
გოლის გაქვითვა შეძლეს, თუმცა საბოლოო ანგარიში მაინც ტორპედოელმა ლაშა შინდაგორიძემ დააფიქსირა.

ამრიგად, "ტორპედოს" 42 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში ბათუმის "დინამოს" გადაუსწრო და ახლა მე-7 ადგილზეა, "საპოვნელა" კი 18 ქულით კვლავ ბოლოა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
4-1 დამთავრდა
4-1 დამთავრდა
22:56 08-05-2016
0
ფაქტი ერთია
კლუბი მუდამ უნდა იბრძოდეს გამარჯვებისათვის და მას წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგება.
მაგრამ ფაქტი მეორეც იქნება და ამას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაც ამტკიცებს (გუშინდელი ლევანტე-ატლეტიკოს მატჩიც)რომ ეს "ფეარ პლეის " მოყვარულები,სწორედ მაშინ კარგავენ ყველაზე მეტს როდესაც "უმოტივაციო კლუბებთან" ცხივირით მიწის ხვნა უწევთ გადამწყევტი საპრიზო და საოცნებო მიღწევის პირას..
ამიტომაც არ გამიკვირდება თუკი ტორპედო მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მოხვდება ერვოტურნირებზე, რადგან მასთან მიმართებაში ყველა იქნება უპრინციპულესად განწყობილი.

აქსიომაა რომ ჩვენს ხვალინდელ ისტორიას ჩვენი დღევანდელი საქციელებით ვწერთ,ამის დავიწყება არ შეიძლება.
Guadua
14:50 09-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული