უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: ქუთაისის "ტორპედომ" თერჯოლის "საპოვნელა" დაამარცხა

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის ექვსი მატჩი ჩატარდა.

უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს


დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ტორპედომ" "საპოვნელას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

ქუთაისელებმა სამი გოლის გატანა 10-წუთიან მონაკვეთში შეძლეს. 57-ე წუთზე "ტორპედო" წინ ბაქარ მირცხულავამ გაიყვანა, 4 წუთში გიორგი ნერგაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 67-ეზე კი თავისი გოლი გაიტანა ვახტანგ კვარაცხელიამაც. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა: თავდაპირველად, თერჯოლელებმა ერთი
გოლის გაქვითვა შეძლეს, თუმცა საბოლოო ანგარიში მაინც ტორპედოელმა ლაშა შინდაგორიძემ დააფიქსირა.

ამრიგად, "ტორპედოს" 42 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში ბათუმის "დინამოს" გადაუსწრო და ახლა მე-7 ადგილზეა, "საპოვნელა" კი 18 ქულით კვლავ ბოლოა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უსახელო .... :)

მე ის დავწერე,რაც დავწერე, ხოლო შენ ისე გაიგე როგორც გაიგე,იმიტომ რომ მეტი ვარიანტი არ მოიზილა შენს ცნობიერებაში,აი ეს ღუპავს ქართულ ფეხბურთს.
არავის უთქვამს რომ ვინმე ვინმეს უნდა დაუწვეს.შენ თუკი პრობელმა გაქვს ფორმებისა და შინაარსების აღქმაზე, მე ონლაინ მასწავლებალდ ვერ დაგიდგები.
Guadua
16:53 09-05-2016
0
რისი თქმა გინდა, ტორპედო უნდა დაწოლილიყო და "ჯიგარი" იქნებოდა? ასეთი გაგება ღუპავს საქართველოს.
Guadua-s
15:47 09-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული