უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს
დღის ბოლო შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა "ტორპედომ" "საპოვნელას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
ქუთაისელებმა სამი გოლის გატანა 10-წუთიან მონაკვეთში შეძლეს. 57-ე წუთზე "ტორპედო" წინ ბაქარ მირცხულავამ გაიყვანა, 4 წუთში გიორგი ნერგაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა, 67-ეზე კი თავისი გოლი გაიტანა ვახტანგ კვარაცხელიამაც. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კიდევ ორი გოლი გავიდა: თავდაპირველად, თერჯოლელებმა ერთი
ამრიგად, "ტორპედოს" 42 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილში ბათუმის "დინამოს" გადაუსწრო და ახლა მე-7 ადგილზეა, "საპოვნელა" კი 18 ქულით კვლავ ბოლოა.
მე ის დავწერე,რაც დავწერე, ხოლო შენ ისე გაიგე როგორც გაიგე,იმიტომ რომ მეტი ვარიანტი არ მოიზილა შენს ცნობიერებაში,აი ეს ღუპავს ქართულ ფეხბურთს.
არავის უთქვამს რომ ვინმე ვინმეს უნდა დაუწვეს.შენ თუკი პრობელმა გაქვს ფორმებისა და შინაარსების აღქმაზე, მე ონლაინ მასწავლებალდ ვერ დაგიდგები.