იური ბაკალოვი: ვიკიპედიის თანახმად, ზუგდიდი საქართველო არ არის

AutoSharing Option
"ზუგდიდის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა უკრაინულ sport.ua-სთან ქართული გუნდიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ინტერვიუდან:

- წინა სეზონი "ზუგდიდმა" მე-12 ადგილზე დაასრულა, წელს თქვენ მოსვლამდე 16 მონაწილიდან მე-14 იყო. არაა კარგი შედეგი...
- ბოლო წლებში გუნდი იქ იყო, სადაც ახლაა. ცუდს არაფერს ვიძახი, კლუბს ნორმალური ხელმძღვანელები ჰყავს, პრეზიდენტიც ამ ქალაქში ცხოვრობს და, შეძლებისდაგვარად, ყველაფერს აკეთებს. საქმე თვითონ კლუბის შენებაშია - ბევრი რამაა შესაცვლელი.

- თქვენი ხელმძღვანელობით გუნდმა 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 7 შეხვედრაში კი დამარცხდა. ყველაფერი
ინფრასტრუქტურის ბრალია?
- გესმით, ერთი კონკრეტული პრობლემა არ არსებობს. გუნდის შესაქმნელად ამ პირამიდის დანგრევა და ახლის აშენებაა საჭირო იმიტომ, რომ ძველ გზებზე არ გამოვა არაფერი. გუნდი ყოველთვის სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო. ასე რომ, ყველაფერი კლუბის სტრუქტურის ბრალი ვერ იქნება, იქნებ ვინმეს აწყობდა ეს?! რაც უარესი, მით უკეთესი...

მაგრამ გულდაწყვეტილი საერთოდ არ ვარ. ის, რაც მსურდა - მივიღე: პრაქტიკა, სხვადასხვა ვარიანტი გამოვცადე. ზოგიერთ ფეხბურთელზე დამწყდა უბრალოდ გული - იყვნენ ისეთები, ვისაც თამაშის ისეთი სურვილი არ გააჩნდა, როგორიც უნდა ჰქონოდა.

- სად იმყოფება გუნდი? ან თქვენ სად ცხოვრობდით?
- ქალაქ ზუგდიდის ცენტრში ვცხოვრობდი. პატარა პროვინციული ქალაქია, ზღვისგან არც ისე შორს - სულ რაღაც 24 კილომეტრშია. ქუჩაში მანდარინი და ლიმონი იზრდება. გამოვედი - მოვწყვიტე.

"ვიკიპედიაში" თუ ნახავთ, გაიგებთ, რომ ზუგდიდი ეს მთლად საქართველო არაა, არამედ სამეგრელოა. აქ ყველაფერი ცოტა განსხვავებულია, ენაც კი ცოტა სხვანაირია...

- გუნდიდან წამოსვლა თავად გადაწყვიტეთ თუ...?
- ჩემი ინიციატივით. კლუბის ხელმძღვანელობას ავუხსენი ჩემი პოზიცია და ერთმანეთს მეგობრულად გავეყარეთ. ახლაც ვურთიერთობთ...

- რა იქნება ახლა?
- ოჯახში ჩამოვედი, შვილიშვილი მომენატრა ძალიან. ვიფიქრებ... შემოთავაზებები საქართველოდან კიდევ მაქვს. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გადავწყვეტ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამას თურმე იმედი აქვს ისევ რომ მობრუნდება საქართველოში მწვრთნელად. აქაურმა ფეხბურთის ფენომენებმა დააიმედეს ალბათ ინალიშვილმა და ქავთარაძემ.ზუგდიდი ხომ ააყვავეს ბიჭებმა....
პაატა
10:30 10-05-2016
0
მეგრული რო ენაა ეგ აქ გასარჩევი ამბავი არაა, შეგიძლოა დაგუგლო დიალექტი რას ნიშნავს და მერე იქნებ გააკეთო სწორი დასკვნები... ამ .... კი რა უნდა თქვა ფული გააკეთა, თავისი ძმაკაცები ათამაშა, პრაქრიკა მიიღო და აუდო რა, ამის შემდეგაც თუ არ გადადგა ხელმძღვანელობა არვიცი
svans
12:04 10-05-2016
0

სიახლეები პოპულარული