დინამო (თბ)-გურია 3:2 - როცა ქვილითაია შეუჩერებელია... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" შინ 3:2 მოუგო ლანჩხუთის "გურიას". იურაი იარაბეკის გუნდმა გამარჯვება დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების - ოთარ კაკაბაძის, ნიკა გელაშვილისა და უჩა ლობჟანიძის გარეშეც მოიპოვა, რაც გასაკვირი სულაც არ იყო.

"დინამო" ამ შეხვედრას ჩემპიონის რანგში შეხვდა, თემურ მახარაძის გაწვრთნილ "გურიას" კი ოფიციალურად ჯერაც არ შეუნარჩუნებია ადგილი უმაღლეს ლიგაში. ამის გათვალისწინებით, ლანჩხუთელებს ქულები ჰაერივით სჭირდებოდათ...

პირველი ტაიმი "დინამოს" კარნახით წარიმართა. გოლის გატანა შეეძლო ზაზა ჭელიძეს, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი კარს ასცდა. გოლი მაინც გავიდა. ალექსანდრე იაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გიორგი
გველესიანმა
შეაგდო, თუმცა გოლი წესების დარღვევის გამო გაუქმდა.

თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როცა "გურიის" უკრაინელმა ლეგიონერმა ევგენი მოროზენკომ სახიფათო ჯარიმა შეასრულა და ბურთი თბილისელთა კარის ძელს მოხვდა.

ეს იყო და, გიორგი ქვილითაიამ ერთხელაც გამოავლინა ბომბარდირული თვისებები და თავისიანები დააწინაურა.

იქვე, იმავე მოროზენკოს ჰქონდა ძალიან კარგი შანსი, თუმცა ვერც ამჯერად გაიტანა.

პირველი ტაიმის დასრულებას 3 წუთი აკლდა, როცა ქვილითაიამ დუბლი მიითვალა. მან გოლად აქცია იაშვილის წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი.

ტაიმის ბოლომდე "გურიამ" ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა. დინამოელებმა საჯარიმოში პატერსონი წააქციეს. პენალტიდან გოლი გამოცდილმა გიორგი კახელიშვილმა გაიტანა.

მეორე ტაიმი "გურიის" აქტიურობით დაიწყო. ირაკლი კვეკვესკირს გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა, ამის შემდეგ კი ქვილითაიას ჰეთ-თრიკიც ვიხილეთ.

63-ე წუთზე გიორგი ალავერდაშვილმა შორეული, ულამაზესი დარტყმით შეარხია დინამოელთა კარის ბადე.

"დინამოდან" მომენტები ჰქონდათ ჯაბა ჯიღაურს, იაშვილსა და ვახტანგ ჭანტურიშვილს. ბოლოს შანსები კვლავ მასპინძელს მიეცა, თუმცა მიკელ ალვარომ და იმავე ჭანტურიშვილმა მომენტები ვერ გამოიყენეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
09.05. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-გურია 3:2
გოლები: 1:0 ქვილითაია (39), 2:0 ქვილითაია (42-პენ), 2:1 კახელიშვილი (45-პენ), 3:1 ქვილითაია (57), 3:2 ალავერდაშვილი (63)
დინამო: ჰრდლიჩკა, ჭელიძე, გველესიანი, ამისულაშვილი, გურული, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (60. ალვარო), ს. ლობჟანიძე (46. ჯიღაური), ჭანტურიშვილი, იაშვილი (90. ჯანელიძე), ქვილითაია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, რენე ფერეირა, თევზაძე, მიქელთაძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი, პატერსონი, გელაშვილი, კილაძე, კვეკვესკირი (60. შტანდერი), მოროზენკო, გამყრელიძე, კახელიშვილი (46. ფოდო/85. გუჯაბიძე), ალავერდაშვილი.
სათადარიგოები: იოვანოვიჩი, ლაბაძე, ხარაბაძე
მწვრთნელი: თემურ მახარაძე
გაფრთხილება: კიტეიშვილი (31), ჭანტურიშვილი (32), კვეკვესკირი (45), ამისულაშვილი (89)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი.

ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო, თბ) 23
ო. მარცვალაძე (დილა) 17
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 16
ჯ. ჯიღაური (დინამო, თბ) 13
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

XXIX ტური
14 მაისი, შაბათი
შუქურა-ჩიხურა
ზუგდიდი-კოლხეთი
სიონი-დინამო (თბ)
საბურთალო-დინამო (ბთ)
გურია-სამტრედია
საპოვნელა-ცხინვალი
მერანი-დილა
ლოკომოტივი-ტორპედო

ბოლო ტური
22 მაისი, კვირა
ტორპედო-საბურთალო
დილა-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-მერანი
სამტრედია-სიონი
დინამო (თბ)-შუქურა
კოლხეთი-გურია
ცხინვალი-ლოკომოტივი
ჩიხურა-საპოვნელა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეხლა დავაკვირდი ალავერდაშვილის გოლს ეგეთი გოლი ჩემპიონატში არ მინახავს
ივა
12:36 11-05-2016
0
არანაირი აბსაიდი არ იყო,მომენტი კარგად ნახეთ და პენალს რაც შეეხება ფეხზე ითამაშა მცველმა და ორივე გუნდის კარში დანიშნული პენლები სამართლიანი იყო' რაც შეეხება დინამოს გასაძლიერებელია
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული