ს.კ. ცხინვალის "ლიახვმა" ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ცხინვალის "ლიახვმა" გაასაჩივრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კლუბმა ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო.

არადა, პირველ ლიგაში მოასპარეზე ამ გუნდმა, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილის შესაბამისად, უმაღლეს ლიგაში ასპარეზობა გაინაღდა, თუმცა ეროვნული ლიცენზიის გარეშე იქ თამაშის უფლება არ აქვს. კლუბმა აღმოფხვრა არსებული ხარვეზები და შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 10 მაისს შეიტანა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" იმედოვნებს, რომ სფფ ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, ცხინვალის "ლიახვი" 2014 წელს დაარსდა. ასპარეზობა
მეორე ლიგაში დაწყო, საიდანაც პირველ ლიგაში დაწინაურდა, ამჯერად კი უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ცხინვალის "ლიახვი" ქართველი და ოსი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ამ დროისთვის კლუბში 15 ოსი ფეხბურთელი ირიცხება. კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველი და ოსი ხალხის დამეგობრებას.

ს.კ. ცხინვალის "ლიახვის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 11 /
Nodo siafandi tviton xar.rac ar ici rom laparakob...tumca mtavaria tkvat da ras wamoroshavt ra azriaqvs tkventvis...?danashauli is aris enis mojra rom ar arsebobs jorikana kacebistvis.....
nato
09:04 12-05-2016
0
ნოდო რა შუაშია ოსეთის ჩემპიონატი? შენი ლოგიკით გაგრა და ცხინვალიც უნდა გაუქმდეს? ლიახვის ერთ-ერთი მთავრი მიზანი ოსი და ქართველი ხალხის ურთიერთობაა. ვფიქრობ, იცი რომ სპორტი ყველაზე კარგი საშუალებაა ხალხის დასაახლოებლად, ლიახვი მოგწონს თუ არ მოგწონს, გინდა თუ არ გინდა, პირადი სიმპატიისა და ანტიპატიის მიუხედავად უნდა ხვდებოდე, რომ ამ კლუბს სასიკეთო მისია აქვს.
Moreli
09:50 12-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული