დარჩენილ ორ ტურში გორელებს უშუალო კონკურენტი საჩხერის "ჩიხურა" ვეღარ დაეწევა.
მართალია, ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილას" ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები ადრინდელივით ვერ გაახარებს, მაგრამ შემადგენლობის რადიკალური ცვლილების, არასტაბილური, ნერვული და ფინანსურად მძიმე სეზონის ფონზე, ესეც მშვენიერი შედეგია.
"ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელს დაელაპარაკა. ცხადია, პირველ რიგში დავინტერესდით, რა ცვლილებებია მოსალოდნელი გუნდში საევროპოდ.
"სეზონის ბოლოს
დღევანდელი ქართული ფეხბურთის ფონზე კი ეს რთულად წარმომიდგენია, რადგან ჩვენი გუნდების შემადგენლობები ლამის ყოველ ექვს თვეში რადიკალურად იცვლება. ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და შეთამაშებული გუნდის ჩამოყალიბებას 2-3 წელი მაინც სჭირდება", - ამბობს სოსიაშვილი.
ის იმედით უყურებს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას:
"პროგრამა ხუთწლიანია და სტაბილურობის განცდას მაინც გააჩენს. კლუბებმა ვიცით, რომ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთს სახელმწიფო დააფინანსებს, მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო გვექნება და ასე თუ ისე შესაძლებელი გახდება, რომ ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროთასებზე გამოსვლის გეგმები გავწეროთ.
არ აქვს მნიშვნელობა, კლუბის ბიუჯეტი ბევრი იქნება თუ ცოტა - ასეთ გარემოში მუშაობა ბევრად სასიამოვნო და დამაიმედებელია. შემოსავლიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელმა უნდა დაგეგმონ, როგორ ჩამოაყალიბონ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც შედეგსა და შემოსავლებზე, ანუ ტრანსფერებზე იქნება ორიენტირებული.
თუ ყველა კლუბმა მოახერხა და ამ პროგრამით იმუშავა, ქართული ფეხბურთისთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნება".
სოსიაშვილი ფიქრობს, რომ "დილას" განკერძოება შესაძლებელია:
"საერთოდ, კარგი იქნება, კლუბებს კერძო ინვესტორი რომ ჰყავდეთ და მხოლოდ სახელმწიფოზე არ იყვნენ დამოკიდებული. ამის პოტენციალი "დილასაც" აქვს და ყველა იმ კლუბსაც, რომელიც მენეჯმენტს სწორად წარმართავს.
დასამალი არ არის, რომ ჩვენი კლუბის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ ჯგუფებთან. რა და როგორ მოხდება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და ამაზე განცხადებას კლუბი გააკეთებს".
აპირებს თუ არა 26 წლის სპეციალისტი გორულ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას? სოსიაშვილს ამის შესახებაც ვკითხეთ:
"დილასთან" კონტრაქტი 2017 წლის მაისში მიმთავრდება. ასე რომ, კლუბში კიდევ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავებ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ კონტრაქტის გაწყვეტა ორმხრივი სურვილი იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ю
ჯიგარო,საქმე იმაშია რომ სწორედ ეს არის კორუფციულ-ჩათლახური სქემა"ინვესტორ-სპონსორის" ხელოვნურად არარსებობა.
საიდან მოვა ისინი თუკი არ არის გაყიდვის ობიექტი თავისი სწორი შეფასებით აქტივ-პასივებისა? რომელი გადარეული მოვა ასეთ პირობებში.
ან რატომ უნდა მოვიდეს მაინცადამაინც ერთი კომპანია ან პირი?რატომ არ შეიძლება ჰყავდეს კლუბს 10 000 აქციონერი?
საჭიროა სახელმწიფო კლუბების სააქციო საზოგადოებად ქცევა, ამათზე მიმაგრება ქონებისა და მერე ამ აქციების გაყიდვა როგორც საინვესტიციო ბილეთის. შესაბამისად აქციის მყიდველი თავის თავზე ღებულობს ვალდებულებას იქს ოდენობის თანხის ინვესტირება მოახდინოს ყოველწლიურად დათქმული წლების ოდენობაში.მხოლოდ ასე დაიბადება ძლიერი კლუბები.
ამაზე არც სიჭინავა მიდიოდა და არც კობიაშვილი მიდის, იმიტომ რომ 'ვიღაცეების ინტერესებს მაგრა უხურებს" ყველაზე ადვილი ხომ სახელმწიფო ფულის ხერხვაა.