პირველი ტაიმი ქუთაისელებმა ბექა ტუღუშის გოლის წყალობით მოიგეს.
მეორე ტაიმში გიორგი კუხიანიძემ პენალტით ორი ბურთით დააწინაურა "ტორპედო". "ლოკომოტივმა" ერთი გოლის გაქვითვა შეძლო - პენალტი ამჯერად, სტუმართა კარში, გიორგი ფოფხაძემ გამოიყენა. წაგების შემდეგ "ლოკომოტივი" სახიფათო ზონაში რჩება.
ტურის დანარჩენი 7 შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.
ლოკომოტივი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ტუღუში (45), 0:2 კუხიანიძე (56-პენ), 1:2 ფოფხაძე (81-პენ)
კარგია რომ ხარისხს და ტემპს უმატებთ.
კარგია რომ ცდილობთ დილასა და სამტრედიას დონეს მიაღწიოთ, კიდევ ერთი ძლიერი კლუბი დაემატოს ჩემპიონატს სიონისა და ჩიხურას გვერდით (დინამოზე არაფერს ვწერ)
ტორპედო წინ წინ წინ...