უმაღლესი ლიგა. XXIX ტური: ქუთაისის "ტორპედოს" ზედიზედ მე-4 გამარჯვება

AutoSharing Option
13 მაისს უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა - თბილისის "ლოკომოტივმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი ქუთაისელებმა ბექა ტუღუშის გოლის წყალობით მოიგეს.

მეორე ტაიმში გიორგი კუხიანიძემ პენალტით ორი ბურთით დააწინაურა "ტორპედო". "ლოკომოტივმა" ერთი გოლის გაქვითვა შეძლო - პენალტი ამჯერად, სტუმართა კარში, გიორგი ფოფხაძემ გამოიყენა. წაგების შემდეგ "ლოკომოტივი" სახიფათო ზონაში რჩება.

ტურის დანარჩენი 7 შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

ლოკომოტივი-ტორპედო 1:2
გოლები: 0:1 ტუღუში (45), 0:2 კუხიანიძე (56-პენ), 1:2 ფოფხაძე (81-პენ)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ყოჩაღ ტორპედო.
კარგია რომ ხარისხს და ტემპს უმატებთ.
კარგია რომ ცდილობთ დილასა და სამტრედიას დონეს მიაღწიოთ, კიდევ ერთი ძლიერი კლუბი დაემატოს ჩემპიონატს სიონისა და ჩიხურას გვერდით (დინამოზე არაფერს ვწერ)
ტორპედო წინ წინ წინ...
QWERTY
12:05 14-05-2016
0
ტორპედო ახალი კოლეკტივია,ერთი წლის უკან 1 ფეხბურთელი ჰყავდათ,კერნაძე.ხოლო გუნდი რომ შეიქმნას 2-3 წელია საჩირო, არა მთელი გუნდის ცვლილებები არამედ სტაბილური შემადგენლობის გაძლიერება.ამ კუთხით ტორპედომ დიდ პროგრეს მიაღწია,ძოძუაშვილის გაპარტახებულ გუნდს,შემდეგ დარასელიას შეცდომები მიემატა,შტელინი რომ მოვიდა 7 ქულა ჰქონდა გუნდს ეხლა 45..აშკარა პროგრესია,ტრანსფერებიც სწორია:კვასხვაძე,ნერგაძე,ახალგაზრდების მთელი ჯგუფი:საღრიშვილი,ჭიჭინაძე,ბრეგვაძე,ფურცხვანიძე,გოგუაძე,ბურჯანაძე.6 კაცი იმედი ტორპედოსი.კიდე გადამხმარი მინდორი და ეხლა კი თასის ფინლია ამ საფარზე.მართლა ბოდიშით ზოგიერთი ბოღმიანი ფანების გამო ტორპედოს ხელმძღვანელობას.მადლობა ასეულობით ფანის სახელით.მომავალში კიდე წინ წავალთ.
fani
14:12 14-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული