თბილისის "ლოკომოტივმა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით დედაქალაქელებმა 4 ქულით გაასწრეს უახლოეს მდევარ თბილისის "დინამოს" და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდეს ჩემპიონობა.
დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის დასკვნითი, 30-ე ტური 23 მაისს გაიმართება.
ფოტო: www.fcloco.ge
სფფ-ის პრესსამსახური