უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი გუნდის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
22 მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2015/16 წლების სეზონის ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებენ. ესენია: მარტვილის "მერანი" და თერჯოლის "საპოვნელა".

სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი 21 ქულით თერჯოლის "საპოვნელამ" დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" სტუმრად ანგარიშით 2:3 წააგო. ბოლოს წინა ადგილი 23 ქულით მარტვილის "მერანმა" დაიკავა, რომელმაც ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა.

ასევე 23 ქულა დაუგროვდა "ზუგდიდს". ზუგდიდელები ცხრილში მე-14 ადგილზე გავიდნენ და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადათამაშებაში
მიიღებენ მონაწილეობას.

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-საპოვნელა 3:2
გოლები: 1:0 თორნიკე კირკიტაძე, 2:0 ლაშა ჩიკვაიძე (64), 2:1, 2:2 გიორგი ბუხაიძე (81, 85), 3:2 თორნიკე მუმლაძე (95)

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
ცხინვალი-ლოკომოტივი 1:1
გოლები: 1:0 ირაკლი ლეკვთაძე, 1:1 მამია გავაშეიშვილი (77)

ფოთი, "პარკი არენა"
კოლხეთი-გურია 0:1
გოლი: 0:1 გიორგი გამყრელიძე (90)

ქობულეთი, "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-მერანი 0:0

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ზუდიდი 3:0
გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (პენ. 14), 2:0, 3:0 ოთარ მარცვალაძე (61, 74)

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო (თბ)-შუქურა 1:0
გოლი: 1:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (88)

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-სიონი 1:2
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (48), 0:2 ჯემალ გოგიაშვილი (ავტ. 52), 1:2 ავთო ენძელაძე 85

ქუთაისი, "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საბურთალო 5:0
გოლები: 2:0 ოლეგ მამასახლისი (7), შოთა ბაბუნაშვილი (44), 3:0 ირაკლი კლიმიაშვილი (53), 4:0 თორნიკე კაპანაძე (66), 5:0 შალვა ფურცხვანიძე (72)

უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილი

გუნდი თ ქ
დინამო თბ 30 76
სამტრედია 30 63
დილა 30 62
ჩიხურა 30 57
სიონი 30 50
ტორპედო 30 48
ცხინვალი 30 46
დინამო ბთ 30 44
საბურთალო 30 39
შუქურა 30 35
გურია 30 27
კოლხეთი ფ 30 27
ლოკომოტივი 30 25
ზუგდიდი 30 23
მერანი 30 23
საპოვნელა 30 21

სტატისტიკა და ცხრილი მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველაზე უღირსად, სამარცხვნოდ და შეუფერებლად ჩემპიონატი სამტრედიამ დაამთავრა.
მარცხით საკუთარ სტადიონზე, ავტოგოლით საკუთარ კარში.
არა შეჯდა მწყერი ხესა,არა იყო ჯიში მისი.
რა თვალებით უყურებდნენ გულშემატკივრებს მატჩის დამთავრების შემდეგ?
გადასაფორმატებელია ამ კლუბის 50%.
jarji21
19:27 22-05-2016
0
ამ ბიჭების მიმართებით სიტყვა უღირსს ვინც ახსენებს ის არც ერთ სტადიონზე არ უნდა შეუშვა.მეც ვნახე დღეს სტადიონზე ისეთი ვაი გულშემატკივარი ყველა გასვლაზე,რომ უფასოდ დაყავთ და დღეს ამ ბიჭებს აგინებდნენ ჩუმად ლაჩრულად.
nukri
20:51 22-05-2016
0

სიახლეები პოპულარული