თორნიკე ოქრიაშვილისთვის "ესქიშეჰირი" წარსულია, ბელგიური "გენკიც"?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილისა და თურქული "ესქიშეჰირის" გზები საბოლოოდ გაიყარა. ამის თაობაზე "ლელოს" სანდო წყარომ აცნობა.

თურქული კლუბი პირველ ლიგაში გავარდა. კარგია, რომ ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში არ ითამაშებს.

ახლა ასეთი ვითარებაა: ოქრიაშვილი, დიდი ალბათობით, ახალ კლუბს სანაკრებო შეკრების დასრულების შემდეგ მოძებნის. ეს, ალბათ, არ იქნება "გენკი", რომელსაც ის კონტრაქტით ეკუთვნის, რადგან ჩვენებურს ამ გუნდში დაბრუნება დიდად არ ხიბლავს მწვრთნელის ფაქტორის გამო.

მას ისეთ კლუბში უნდა გადასვლა, სადაც სწორედ მწვრთნელისგან ექნება ნდობა და
სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება.

ფაქტია - როგორც კი ოქრიაშვილმა "ესქიშეჰირში" სათამაშო პრაქტიკა მიიღო, ის ამ გუნდისთვის უმალ ფასეულ ფეხბურთელად იქცა და მნიშვნელოვანი გოლების გატანაც დაიწყო.

მოკლედ, ცოტაც მოვიცადოთ და...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
რით ვერ ჩამოყალიბდა კიდე ეს ბიჭი რა უნდა, ყველა ამის სურვილებს და ხასიათს უნდა მოერგოს.. კი ბატონო, ეგრეც შეიძლება მაგრამ მაქსიმუმ ფოთის კოლხეთში გაქაჩოს
გუდიონა
16:17 24-05-2016
0
რით ვერ ჩამოყალიბდა ეს ბიჭი რა უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს მაგრამ როცა შენ თვითონ ვერ გადაგიწყვეტია რა გინდა სხვას რას თხოვ? ერთ-ერთი ნათელი წერტილი გამოჩნდა საქართველოს ნაკრებშითქ
გუდიონა
16:09 24-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული