ბალკანელებმა ბათუმს ხელი დაუქნიეს - კომაზეცს საქართველოში დარჩენა აღარ სურს

AutoSharing Option
სეზონი დასრულდა და ფეხბურთელები შვებულებაში გავიდნენ. სამშობლოში დაბრუნდა ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელი ნიკოლა კომაზეცი, რომელმაც გუნდის ფანებს, "შავი ზღვის მეკობრეებს", სოციალურ ქსელში წერილით მიმართა.

"მადლობა შავი ზღვის მეკობრეებს. იმედია, მომავალში კიდევ გიხილავთ", - წერს კომაზეცი.

ამ მიმართვის ქვეტექსტიდან ჩანს, რომ 28 წლის სერბმა თავდამსხმელმა ბათუმის "დინამოს" დატოვება გადაწყვიტა. ეს ინფორმაცია ჯერ საბოლოოდ არ დადასტურებულა, მაგრამ საქმეს ასეთი პირი კი უჩანს.

მეორე ბალკანელის, მარკო მიხაილოვიჩის გაშვება კი ნამდვილად გადაწყვეტილია. მას ბათუმური გუნდი უკვე დაემშვიდობა. მეორე წრეში მოსულმა ჩერნოგორიელმა ცენტრალურმა მცველმა თამაში მშვენივრად
დაიწყო, თუმცა სეზონის ბოლო ნაწილში იმედები ვეღარ გაამართლა.

მისგან განსხვავებით, 28 წლის კომაზეცმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მისი გადაბირებით რამდენიმე ქართული გუნდიც დაინტერესდა, მაგრამ სერბ ფორვარდს საქართველოში დარჩენა აღარ სურს. სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელს ჩვენი ჩემპიონატის დონე არ აკმაყოფილებს და ამიტომაც გადაწყვიტა წასვლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული