ნიკა ჯღარკავა: ამ ლოგიკით, ბოლო ტურიც არ უნდა ჩაგვეტარებინა?

AutoSharing Option
როგორც იცით, "ზუგდიდისა" და ხობის "კოლხეთის" მატჩი 29 მაისს დაიგეგმა. შეხვედრა 17:00 საათზე, ფოთის "პარკი არენაზე" გაიმართება.

ცნობილია, რომ წლეულს უმაღლეს ლიგაში პირველიდან ერთი გუნდიც ვერ დაწინაურდება, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირების კომიტეტმა არც ერთი კლუბის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კომიტეტის წევრებმა უარით გაისტუმრეს ცხინვალის "ლიახვი", თბილისის "ვიტ ჯორჯია", "გაგრა" და ზუგდიდის "ოდიში 1919".

პირველ-მეორე ადგილზე გასულებმა, "ლიახვმა" და "ვიტ ჯორჯიამ", სპორტულ არბიტრაჟში სარჩელი შეიტანეს
და იმედოვნებენ, რომ მოთხოვნას დაუკმაყოფილებენ. სწორედ ამის ფონზე იყო მოულოდნელი, რომ გადათამაშების მატჩი მაინც გაიმართება და ამან კითხვაც გააჩინა. საქმე ისაა, რომ პირველი ლიგის მესამეადგილოსანმა ხობის "კოლხეთმა" ეროვნული ლიცენზია ვერ მიიღო, უფრო სწორად, კლუბს ლიცენზირების პროცესი არც გაუვლია. ასე რომ, თუ "ზუგდიდს" მოუგო, უმაღლეს ლიგაში მაინც ვერ გადავა.

რამდენად გამართლებულია გადათამაშების მატჩში უმოტივაციო გუნდის მონაწილეობა?

ამბობენ, რომ დებულება არალიცენზირებულ კლუბს გადათამაშებაში მონაწილეობას არ უკრძალავს. ეს გასაგებია, მაგრამ ფაქტია, ეს არის დებულების ნაკლიც. თუმცა ასეთი დებულებაც შესასრულებელია, რადგან სპორტული პრინციპი არ უნდა დაირღვეს. ამაში გარკვეული ლოგიკა არის.

გადათამაშებასთან დაკავშირებული კითხვა ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავას უსაფუძვლოდ მიაჩნია:

"ხობის "კოლხეთის" მონაწილეობა გადათამაშების მატჩში გამართლებულია ყველანაირად, რადგან, ჯერ ერთი, დებულება არ უნდა დაირღვეს. ამას გარდა, სპორტული პრინციპიც იქნება დაცული. რაც მთავარია, გუნდს მოტივაცია თუ არ გააჩნია, ეს არ ნიშნავს, რომ დებულებით გათვალისწინებული თამაში აღარ უნდა გაიმართოს.

გაიხსენეთ, უმაღლესი ლიგის ბოლო ტურში რაც მოხდა - უმოტივაციო გუნდებმა მოტივირებულებს დიდი ბრძოლები გაუმართეს. ამ ლოგიკით, ეს მატჩებიც არ უნდა ჩაგვეტარებინა.

"ზუგდიდთან" ხობის "კოლხეთის" მწვრთნელებსაც ექნებათ მოტივაცია და ფეხბურთელებსაც, რათა დაამტკიცონ, რომ ისინი უმაღლეს ლიგაში მუშაობასა და თამაშს იმსახურებენ", - ამბობს ჯღარკავა.

29 მაისს გავიგებთ, მოახერხებს თუ არა "ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. თუ ლევან მიქაძის გაწვრთნილებმა ეს მატჩი წააგეს, პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, უმაღლეს ლიგაში კი 13 გუნდი დარჩება.

31 მაისისთვის, "ლიახვსა" და "ვიტ ჯორჯიასთან" დაკავშირებით საარბიტრაჟო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი და ისიც, თუ რამდენი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. ჯღარკავას თქმით, ფეხბურთის ფედერაცია ახალი, გარდამავალი ჩემპიონატის ფორმატს ამის შემდეგ დაამტკიცებს. მაგალითად, დასაზუსტებელია, როგორ გამოვლინდება გარდამავალი ჩემპიონატის გამარჯვებული.

ზოგადად ცნობილია, რომ ქვეყნის ჩემპიონი ჯგუფებში პირველ ადგილებზე გასულ გუნდებს შორის გამოვლინდებოდა, ისევე, როგორც 2016/17 წლების სეზონის ევროსაგზურების მფლობელები. ახალი ჩემპიონატის რეგლამენტის დამტკიცებამდე, ამის ორი ვარიანტი მუშავდებოდა. დაკონკრეტებას ჯერჯერობით ერიდებიან. სავარაუდოდ, გამარჯვებული "ოქროს" მატჩით ან ორმატჩიანი დაპირისპირებებით გამოვლინდება.

თუ ორი მატჩი იქნება, ასეთ შემთხვევაში, გუნდები საკუთარ და მეტოქის მოედნებზე ითამაშებენ. ანალოგიური სქემით გაირკვევა ევროპაში გამსვლელი სხვა საგზურების მფლობელთა ვინაობაც.

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ვარაუდია. ზუსტი პასუხი 31 მაისს გვეცოდინება, როცა გარდამავალი ჩემპიონატის დებულება დამტკიცდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
Gio
შენ გინდა რომ ხობმა დიდად არ გაიბრძოლოს და დათმოს კიდეც?და ასეთი გზით ლიგაში დარჩენილი ზუგდიდი რაიმეს სახეიროს იზამს?ის რომ ან ზუგდიდი ან საპოვნელა ან მერანი გავარდა, ეს ამ კლუბების ბრალია პირველ რიგში და არა ვინმე სხვასი და უნდა ეცადნენ ამოვიდნენ ისევ უმაღლესში.მათ ამის შანსი ექნებათ.
ის რომ კლუბების ოდენობა კლებულობს ეს ფედერაციის უტვინობის ბრალია, მაგრამ რა ვქნათ,ჩვენ მაგდენი ძალა-უფლება არა გვაქვს.
ფეარ პლეი არაა მოდაში?
jango
26 მაისი 2016 16:58
0
beqab. უყურე ვიდეოს და მერე რა? ზუგდიდელებს მოუწოდებენ რო ჩავიდნენ ფოთში და უგულშემატკივრონ თავის გუნდსს, რაარის აქ პროვოკაციული ან ვის რას მოუწოდებენ? აზრი ვერ გამოგაქ და რაღაც უაზრო კომენტარებს, აკეთებ, კარგი მოუგეთ ზუგდიდს მერე რამოხდება? დარჩებით ისევ პირველ ლიგაში, პირიქით სამეგრელოსს გუნდს ხელი უნდა შეუწყოთ იმის მაგივრად გინდათ რომ სამეგრელოში მოკლათ ფეხბურთი? მერანო გავარდა ჩხოროწყუ გავარდა 1-ლიგიდიან, რამეფრად ზუგდიდიც გააგდეთ, რო გადადიოდეთ ბაზარი არარი!!!!!! ხობი კიარა ვიტჯორჯიას არ მისცეს ლიცენზია კერძო გუნდს და ხობი უნდათ ეხლა უმაღლეში.
gio
26 მაისი 2016 12:27
0
naxa sazogadoebam ra mimartvebi gaaketes abragebma ? pasuxs xobshi miigeebt
mgeli
26 მაისი 2016 10:35
0
minda yuradgeba miaqciot chems komentars jurnalistebma da miudzgvnat amas statia rom federaciac kursshi iyos . safexburto klub zugddis fankluis wevrebma abragebmaa videoc ki gadaiges sasac xalxs mouwodeben darazmisaken da provokaciisaken chventan satamashod ... ixiles es video abragebis oficialur gverdze da tundac tviton yvela abragis sakutar gverdze .miaqcios federaciam yuradgeba da gamogzavnos damatebiti dzalebi tore sheidzleba savalalo mdgomareobit dasruldes eg matchi . didi pativiscemit safexburto klub kolxeti xobis oficialuri fanklubi mglebi . madloba yuradgebistvis imedia ar damiblokavt komentars
beqab
26 მაისი 2016 02:44
0
ძაღლები ყეფენ, ქარავანი კი მიდის...
xorxe
26 მაისი 2016 01:52
0
რატომ არაფერი ითქვა იმაზე რომ თასის ახალი გათამაშებაც ამ წლის ბოლომდის უნდა მოესწროს გარდამავალ ჩემპიონატთან ერთად? ვინ მიიღებს მონაწილეობას პირველი ლიგიდან ამ გათამაშებაში და როდის დაიწყება თასის გათამაშება?
jango
25 მაისი 2016 20:55
0
ფედერაცია კი არა უმეცარ ბავშვთა ბაღია :) ამათმა რომ 6 თვეში მოახერხეს სისულელე,ამდენი დომენტის არ მოუხერხებია წლების განმავლობაში.
jango
25 მაისი 2016 20:30
0
ზუგდიდს თამაშები რომ ჩაეწყო ამ მდგომარეოობაში არ ჩავარდებოდა. ან ვის ხხედავთ ზგდიდის ხელმძღვანელობაში, ისეთს ვისაც აწუხებდეს გუნდის დღევანდელი მდგომარეობა. ესენი გარდამავალიდან სამწუხაროა მაგრამ მაინც გავარდეებიან.
თენგო
25 მაისი 2016 19:40
0
ესენიც სულ გამოდომენტდნენ და გამორეზდნენ
maxo
25 მაისი 2016 18:34
0
ზუგდიდი უმაღლესში ითამაშებს და აღარ გინდათ შური
koba
25 მაისი 2016 18:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული