საქართველოს ვიცე-ჩემპიონი "სამტრედიაც" სეზონს სიახლეებით დაიწყებს. შევიტყვეთ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ოთხი ფეხბურთელი მიიწვია.
ბოლნისის "სიონიდან" მშობლიური ქალაქის გუნდში გადაბარგდა გიული მანჯგალაძე. ამ ცენტრალურმა ნახევარმცველმა კარიერა უკრაინის პრემიერლიგის კლუბ ლუგანსკის "ზარიაში" დაიწყო, მერე იყო "პოლტავა" და საჩხერის "ჩიხურა", "სიონში" კი შარშან ზაფხულში გადავიდა.
"ცხინვალიდან" დაბრუნდა შემტევი ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი, რომელიც "სამტრედიაში" 2014-15 წლების სეზონშიც თამაშობდა. გუნდს არა, მაგრამ თავის
ნამატიდან ყველაზე უცნობი ლანჩხუთის "გურიის" ნახევარმცველი გიორგი გამყრელიძეა.
28 წლის ნახევარმცველი თბილისელია, კარიერა კი უკრაინაში, კერძოდ, დნეპროძერჟინსკის "სტალში" (2006-08) დაიწყო, შემდეგი 7 წელი (2008-15) სლოვაკურ "მიხალოვცეში" გაატარა. მხოლოდ 2011 წელს იყო განათხოვრებული ასევე სლოვაკურ "რიმავსკი სობოტაში", "გურიაში" კი 2016 წლის დასაწყისში ჩაირიცხა. სწორედ გამყრელიძე იყო, 90-ე წუთზე "კოლხეთს" გამარჯვების გოლი რომ გაუტანა ბოლო ტურში და "გურიას" უმაღლეს ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
გუნდი დატოვეს ნახევარმცველმა გიგი იოსელიანმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამათ წასვლა არ უნდოდათ და რას ერჩოდნენ ან ბომბარდირს ან მუშა კაცს იოსელიანს??