"შესაძლოა, რამდენიმე კანდიდატურასთან ერთად, ჩემიც განიხილებოდა, თუმცა მე ამაზე წარმოდგენაც არ მაქვს, თავად არავის დავლაპარაკებივარ და არც არავინ დამკავშირებია", - ამბობს ჟორჟიკაშვილი, რომლის პარალელურად, კანდიდატებს შორის გიორგი დევდარიანიც დასახელდა.
კომენტარისთვის "ტორპედოს" პრეზიდენტ თემურ ჩეჩელაშვილს დავუკავშირდით:
"ქუთაისის მერის სახელზე განცხადება დავწერე და გადავდექი. კლუბში ახალი მეპატრონის მოსვლაზეა ლაპარაკი და ჩემი დარჩენა აღარ გამოდიოდა.
მე როგორც ვიცი, საკითხი თითქმის გადაწყვეტილია, ჟორდანიასა და უგულავას პარტნიორები მერიასთან
ვითარებაში გასარკვევად ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას დავუკავშირდით:
- დიახ, კლუბის გასხვისებაზე მოლაპარაკება ნამდვილად მიმდინარეობს. სხვაგვარად, "ტორპედოს" ძალიან გაუჭირდება. ქუთაისის მერია თანხას ფეხბურთის განვითარების ფონდში რიცხავს. კლუბი იქიდან 600 ათას ლარს მიიღებს.
დავიანგარიშეთ და აღმოჩნდა, რომ ასეთ პირობებში ფეხბურთელების ხელფასებზე ბევრად ნაკლების გაცემა მოგვიხდებოდა, ვიდრე ახლახან დასრულებულ სეზონში, მერია კი "ტორპედოს" დამატებით თანხას ვეღარ გადაურიცხავს. აქედან გამომდინარე, ძლიერ მოთამაშეებს ვერ მოვიწვევდით. დაგვრჩა ერთადერთი გამოსავალი - კერძო სპონსორი.
- როგორც გვითხრეს, პოტენციური სპონსორი მერაბ ჟორდანიასა და თემურ უგულავას პარტნიორი ჯგუფია...
- ეს არის ფინანსური ჯგუფი, მერაბ ჟორდანია კი ამ ჯგუფის საფეხბურთო მიმართულების კონსულტანტია.
- ქართული ფინანსური ჯგუფია თუ უცხოური?
- ქართველები არიან, ძლიერი ჯგუფია...
- მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილის დანიშვნა მათ სურთ?
- მწვრთნელს ეძებენ, მაგრამ ვისი დანიშვნა სურთ, ვერ გეტყვით.
- ამ ჯგუფისთვის "ტორპედოს" გადაცემაზე ხელშეკრულება როდის გაფორმდება?
- ამას იურიდიული საკითხების მოგვარება და დრო სჭირდება.
- დაახლოებით, რა ვადაზეა ლაპარაკი?
- შესაძლოა, ერთ თვეზეც. აჯობებს, ცოტა დავიცადოთ და კლუბში კერძო მეპატრონე მოვიდეს. "ტორპედოსთვის" ასე აჯობებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"