თავდაპირველად იყო თურქული მედიის ინფორმაცია, თითქოს მისით "ტრაბზონსფორი" დაინტერესდა. "დინამოში" ეს კატეგორიულად უარყვეს. მერე უკრაინული online.ua ამტკიცებდა, რომ კიევის "დინამო" მასში მილიონ დოლარს იხდიდა. ამას მოჰყვა ბელორუსული ბატე - ბორისოვოს გუნდს თავდასხმაში პრობლემები აქვს და ტანმაღალ ქართველ ფორვარდზე
ამ ინფორმაციების პარალელურად, ჩვენ ყოველთვის მივანიშნებდით, რომ "დინამო" ამ ეტაპზე არ იყო დაინტერესებული ქვილითაიას გაშვებით, რადგან ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სჭირდება. რეალურად, ასეც არის და ეს თავად ქვილითაიამაც დაგვიდასტურა:
"სულ მესმის, რომ ესა თუ ის კლუბი მიწვევს, მაგრამ რეალურად, არც ერთ მათგანთან კონკრეტული მოლაპარაკება არ მქონია.
მე კვლავ დინამოელი ვარ და ასე იქნება, სულ მცირე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. მერე რა შეიცვლება, ეს წინასწარ როგორ ვთქვა"?
აქვე მას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ვკითხეთ:
"აქ ბევრად ძლიერი მეტოქეები არიან, ვიდრე ევროპის ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგაში შემთხვევითი გუნდი ვერ მოხვდება. გამომდინარე აქედან, იოლი თამაშები არ გველოდება.
იმის თქმაც ძნელია, საქართველოს ჩემპიონატის ტემპისა და დონის ფონზე ევროთასებზე წარმატების რა იმედი უნდა გვქონდეს... მაგრამ გუნდი გაძლიერდება და მჯერა, ღირსეულად ითამაშებს. იმედია, ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრას მაინც შევძლებთ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ის არ მომწონს წინასწარ რომ ჩაიქნია ხელი ჩემპიონთა ლიგაზე მაგრამ მეორეს მხრივ რეალისტია და ესეც კარგია...